თიბისის პროექტის  - „სტარტაპ დეკრეტის“  გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია

თიბისის პროექტის - „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია

access_time2020-10-07 12:39:02

თიბისის მიერ თანამშრომლებისთვის წამოწყებული პროექტის, „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი, „იდეა კურსი გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები თიბისელები - მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და მარიამ ცანავა გახდნენ.


„იდეაკურსის“ სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.


„სტარტაპ დეკრეტის“ პროექტში გამარჯვებულ თიბისელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთის ხელსაყრელ დროს ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.


„განათლების მიღების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვადასხვა კურსისა თუ კლასის რაოდენობა. უკვე დიდი არჩევანია პროგრამირების, მარკეტინგის, ჩინურის შემსწავლელი თუ სხვა კურსების მიმართულებით, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. თუმცა, არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებული პირი ყველა არსებულ შეთავაზებას, ხოლო კურსის ავტორი საკუთარ თავს დაინტერესებულ პირებს გააცნობს. „იდეაკურსი სწორედ ის საერთო პლატფორმაა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, მისთვის საინტერესო კურსის მოსაძიებლად, ლოკაციის, ფასის, შეფასების შესადრებლად/შესარჩევად, ხოლო კურსების ავტორებისთვის - ახალი შესაძლებლობაა, მისწვდნენ დიდ აუდიტორიას და თავი აარიდონ ყველა ტექნიკურ დეტალს, რაც კურსის ცნობადობის გაზრდას სჭირდება,“ - მარიამ აბულაძე, „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული.



„სტარტაპ დეკრეტი“, რომელიც თიბისიმ ორი წლის წინ წამოიწყო, ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.


პროექტში წელს მონაწილეობა 14-მა თიბისელმა მიიღო. მათ საკუთარ ბიზნესიდეები სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ საუკეთესო იდეების ავტორები გამოავლინა. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა ყოფილიყო.


„სტარტაპ დეკრეტის რამდენიმე გამარჯვებულმა კუთვნილი დეკრეტით უკვე ისარგებლა და დრო საკუთარი ბიზნესისიდეის განვითარებას და მის რეალობად ქცევას მოახმარა. პროექტი გრძელდება, მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი ისევ სექტემბერში გამოავლენს.






თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up