„თიბისის“, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ინვესტიციების მოზიდვა გაურთულდება“

„თიბისის“, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ინვესტიციების მოზიდვა გაურთულდება“

access_time2021-02-09 10:00:06

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა  სამი ქართული სისტემური ბანკის მხარდაჭერის რეიტინგი 4-დან 5 ქულამდე შეამცირა და ბანკების „დახმარების სარეიტინგო მაჩვენებლები“ (Support Rating Floors - SRFs) „B“ დონედან „მაჩვენებლის გარეშე“ (NO FLOOR) დონემდე დასწია. ეს ბანკებია სს „თიბისი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“ და სს „ლიბერთი ბანკი“. რეიტინგების ცვლილება გამოიწვია საბანკო სარეზოლუციო კანონმდებლობის შემოღებამ. რეზოლუციის ჩარჩოს მიღება, Fitch-ის შეფასებით, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში უფროსი კრედიტორების გადარჩენის ქმედით მექანიზმს  უზრუნველყოფს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიციით ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 719.0 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კი ბოლო წლების განმავლობაში საფინანსო სექტორში ხორციელდება, წინა წლის 9 თვეში ეს მთლიანი ინვესტიციების 42 %-ი იყო.


„Fitch-ის ეს შეფასება ამოვარდნილია სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებისგან. არ ვთვლით, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ინვესტორების ხედვაზე საქართველოს საფინანსო საბანკო სექტორის მიმართ. Fitch-ი ამბობს, რომ მაღალი დოლარიზაციის პირობებში მთავრობის მხარდაჭერის შესაძლებლობა არის შეზღუდული და აქედან გამომდინარე ამ ჩარჩოს გამოყენების შემთხვევაში მთავრობის დახმარების ალბათობა შემცირებულია. რეზოლუციის ასეთი ჩარჩოები ქვეყნებმა ზუსტად იმიტომ შემოიღეს, რომ 2008-2009 წლის კრიზისმა აჩვენა, რომ ამ ჩარჩოს გარეშე გადასახადის გადამხდელების თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტულ შემთხვევებში. ეს ჩარჩო იმას უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხები იქნას უფრო მეტად დაცული“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.



განსხვავებული მოსაზრება აქვს „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტ რამაზ გერლიანს. ის თვლის რომ, ინვესტორებისთვის მსგავსი სახის სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, ამიტომ „თიბისის“, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ინვესტიციების მოზიდვა გაურთულდება.


„Fitch- ის შეფასება რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს კონკრეტულად ამ სამი სუბიექტის შემთხვევაში, ვისთან მიმართებაშიც რეიტინგმა რეგრესი განიცადა. საბოლოო ჯამში საფინანსო სექტორში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საერთო ფონსაც შეცვლის, თუმცა უფრო მეტად ამ ბანკებზე აისახება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დანარჩენ სექტორებთან მიმართებაში ხვედრითი წილით საფინანსო სექტორში მოზიდული ინვესტიციები მეტია, მაინცადამაინც დიდად არ გამოვირჩევით დიდი რაოდენობის ინვესტიციით, ეს იმაზე ბევრად ნაკლებია ვიდრე ამის პოტენციალი ქვეყანას აქვს. ზოგადად უარყოფითი რეიტინგები,  საბანკო სექტორისთვისაც არ არის კარგი, ამ შემთხვევაში კი „თიბისის“, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ინვესტიციების მოზიდვა გაურთულდება.


 სარეიტინგო კომპანიების შეფასებას ინვესტორები საკმაო ყურადღებას აქცევენ, როდესაც ისინი რომელიმე ქვეყანაში ახალი ინვესტიციით ინტერესდებიან, ეს რა თქმა უნდა ერთადერთი კრიტერიუმი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია. უფრო მეტად ამას ყურადღებას აქცევენ ახალი, პოტენციური ინვესტორები ვიდრე ისინი, ვინც უკვე არსებობენ და გაფართოებას გეგმავენ“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.


თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up