თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

access_time2022-02-10 12:50:00

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი — ეს 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია მსოფლიოში. ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე პროფესიონალებისადმი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია.


თიბისიმ, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რეგიონში, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიების დარგში. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა.


თამარ დოკვაძე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში. აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, Front-end Development-ზე ისწავლა და თიბისის გუნდს შეუერთდა. თამარი მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა.


“აკადემიის დამსახურებაა მთლიანად ის, რომ მე ამ პოზიციაზე ვარ. აკადემიის დასრულების შემდეგ დავსაქმდი თიბისიში და იქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო განვვითარდი,” - აღნიშნავს ის.


თამარი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან იგი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა, “თიბისის IT აკადემია კი საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი”.



2019 წელს, აკადემიის დაწყებისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის პლატფორმების ლიგაში.


კურსის გავლამდე გიორგი ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა. სწავლის დასრულებიდან წელიწადნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა, IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო.

“ტესტირების ავტომატიზაციის პირველ კურსზე, რომელიც 2020-ის დეკემბრიდან დაიწყო, ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციულ საკითხებს, სტუდენტებს ვუწევდი ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ კი მალევე გავხდი ასოცირებული პარტნიორი”, - ამბობს გიორგი.

აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია ლუკა ჩიტიაშვილიც, რომელიც დეველოპერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში. IT აკადემიის დასრულების შემდეგ ლუკამ თიბისიში სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა გუნდში იმუშავა.


IT აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და თიბისის Chapter Lead-ია გიორგი არაბული, რომელმაც თიბისის აკადემიის შესახებ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე შეიტყო. ის ამბობს, რომ მანამდე ტექნოლოგიური მიმართულებით მწირი ცოდნა ჰქონდა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კარგი თეორიული საფუძველი გაუჩნდა, მისი დასრულების შემდეგ კი თიბისის ინვესტიციების გუნდს შეუერთდა.

თიბისის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელის, გვანცა მურღვლიანის თქმით, თიბისი აკადემიას Boot camp პროგრამები გამოარჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სპეციალობას სტუდენტები ინტენსიურ ფორმატში, 3-დან 4 თვემდე პერიოდში შეისწავლიან. გარდა ამისა, გვანცა აღნიშნავს, რომ კურსები, რომლებიც IT აკადემიაში ისწავლება, უნიკალურია.


„IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომელიც ბაზარზე სხვაგან არ ისწავლება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი - მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ უცვლელი რჩება,“ - ამბობს გვანცა მურღვლიანი.


გვანცას თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ხოლო ამ პროცესში მათ დახმარებას თიბისის IT აკადემია გაუწევს. კურსდამთავრებულები კი აღნიშნავენ, ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ “შესაძლებლობებით და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ!“


NS

თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up