თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ჯილდო გადაეცა

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდო გადაეცა

access_time2021-11-01 16:20:00

თიბისის „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021“ განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა.



აღიარება თიბისიმ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მოიპოვა. აღნიშნული კატეგორია წელს პირველად დაწესდა და ის მგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კომპანიის განსაკუთრებული წვლილის აღიარებას ემსახურება.



„მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში ჯილდო წელს თიბისის გადაეცა. მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნების მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს თუ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი. უახლოეს მომავალში, მდგრადი განვითარების და ზოგადად, ESG მიმართულებით არაერთი მასშტაბური და ტრანსფორმაციული გეგმისა და პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ“, - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.




„წელს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გადავწყვიტეთ კონკურსში განსაკუთრებული აქტიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო თიბისისთვის გადაგვეცა. ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, კომპანიების როლი და აქტიურობა მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია“, – სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.



საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.



„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესულნი არიან და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულნი; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.



NS




თეგები:
თიბისი



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up