თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

access_time2021-08-09 15:34:59

თიბისის ახალი ვერტიკალური ბარათები ფერადი დიზაინით, რომლის დიზაინის ავტორიც ერეკლე ინაშვილია, საერთაშორისო კონკურსის Red Dot Design Award გამარჯვებულია. მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ერეკლი ინაშვილს კატეგორიაში „ბრენდისა და კომუნიკაციის დიზაინი 2021“ თიბისის ბარათების შექმნისთვის გადაეცა.



Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საერთაშორისო დიზაინ კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Google, BMW, Mercedes, Adidas, Uber და სხვ. ჯილდო გაიცემა ორ კატეგორიაში - პროდუქტის დიზაინი და ბრენდის დიზაინი.
თიბისის ფერადი ბარათები არის პირველი ქართული კომპანიის პროექტი, რომელმაც ეს საერთაშორისო ჯილდო მიიღო. თიბისიმ ბარათების რედიზაინი, ახალი ვერტიკალური ფორმითა და სხვადასხვა ფერის თემატიკით მომხმარებელს 2020 შესთავაზა. რედიზაინთან ერთად, ბარათების გაყიდვის სრულიად ახალი, გამოწერის მოდელი დაინერგა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ერთიანად იღებს, როგორც ახალ ბარათებს, ასევე, ბანკის სხვადასხვა მისთვის საჭირო პროდუქტს. ფერადი ბარათების დიზაინისა და კონცეფციის ნახვა აქ შეგიძლიათ: www.behance.net/Erekle



„დიზაინისა და ბრენდინგის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო და მწვერვალია ამ სფეროში. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურსში თავისი ნამუშევარი მოახვედროს. ჩვენ, თიბისისთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ბარათების რედიზაინი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი ბრენდისთვის ახალი მწვერვალებისკენ. შედეგად, გადავწყვიტეთ, ამ კონკურსზე შეგვეტანა ნამუშევარი. ნამუშევრის გაგზავნისას, ანოტაციაში ჩავწერეთ, რომ თიბისის ბარათები არ არის მხოლოდ ერთადერთი ატრიბუტი, რომლის რედიზაინიც მოხდა. არამედ, ეს სადა და ფერადი რედიზაინი გვაძლევს სულ სხვა რეალობას – ბრენდი მომხმარებელთან კომუნიკაციას ამყარებს უფრო მარტივად, პირდაპირ, ფერადად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბრენდის პლატფორმისთვის არის ძალიან დიდი ბიძგი და საკომუნიკაციო მესიჯი,“ - ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი.



2021 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დიზაინერებმა, სააგენტოებმა და კომპანიებმა მთელი მსოფლიოდან, მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც დიდი მოთამაშეები, ასევე ახალი პროექტები მთელი ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. დიზაინერებისთვის ეს კონკურსი არის შესანიშნავი პლატფორმა ნამუშევრების შესაფასებლად და აღიარების მოსაპოვებლად.



კონკურსის ჟიურიმ, რომელიც 24 ადამიანისგან შედგება, ინდივიდუალურად შეაფასა წარდგენილი ნამუშევრები და ბრენდები, რომლებსაც ეს პროექტები წარმოადგენდნენ. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრეატიულ იდეას, ფორმას და წარდგენის კომუნიკაციას.




„ჟიური სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა Red Dot Award - ზე წარდგენილი პროექტების ხარისხით. ის ფაქტი, რომ თქვენ მოახერხეთ ასეთი ძლიერი კონკურენტების ფონზე შთაბეჭდილების მოხდენა ექსპერტებზე, ნათლად ადასტურებს, რომ თქვენი დიზაინი გამორჩეულია. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ Red Dot - ის ჯილდო „ბრენდის და კომუნიკაციის დიზაინის“ კატეგორიაში გადაეცა ისეთ პროექტებს, რომლებიც ეხმიანება მსოფლიოში დღეს მიმდინარე გამოწვევებს. დიზაინის გამორჩეული ხარისხის წყალობით, თქვენი პროექტი შესაძლებელს ხდის შეცვალოს დამოკიდებულება და აიძულოს ხალხი სხვანაირად იფიქროს. ძლიერი ბრენდი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ელემენტი მომხმარებლის ლოიალობის შესაქმნელად. როგორც Red Dot Design Award - ის ლაურეატმა თქვენ დაამტკიცეთ ეს და შექმენით თანმიმდევრული, მაგრამ თანამედროვე ბრენდის იმიჯი, რომელიც ავთენტურ ღირებულებებს ატარებს,“ - განაცხადა Red Dot Award-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პიტერ ზეკმა.



ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინ კონკურსის ისტორია 1955 წლიდან იწყება, რიდესაც ჟიური პირველად შეიკრიბა, რათა შეეფასებინა ეპოქის საუკეთესო დიზაინები. დღემდე კონკურსი 20 ათასამდე წარდგენილ ნამუშევარს ითვლის.



1990 წელს კონკურსის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა პიტერ ზეკმა შექმნა კონსურსის სახელწოდება და ბრენდი. მას შემდეგ Red Dot (წითელი წერტილი) გამორჩეული დიზაინის სამარკო ნიშანია, რომელი საერთაშორისოდ არის აღიარებული. კონკურსის გამარჯვებულები წარმოდგენილი არიან ყოველწლიურ წიგნში, მუზეუმებში და ასევე Red Dot Award -ის ვებგვერდზე www.red-dot.org.



Red Dot Design Award - ის წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალი 12 ნოემბერს ბერლინში გაიმართება, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობას დაასახელებენ.


NS 



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up