თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

access_time2020-06-29 12:12:05

თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. ''Friends and Family რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.


თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.


უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.



ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2020 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ, - სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:


წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს:


მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები;
ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები;
ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები);
სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.


(R)


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up