თიბისიმ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

თიბისიმ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

access_time2020-05-19 14:38:31

თიბისიმ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გავლენიანმა ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ საქართველოში უმსხვილესი ბანკი სპეციალურად მიიწვია ღონისძიებაზე, რათა მას თავისი გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა.


კონფერენციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ესწრებოდნენ, საქართველოს მხოლოდ ერთი კომპანია - თიბისი წარმოადგენდა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მისმა მოადგილემ ნიკა ქურდიანმა წარადგინეს.


მათი პრეზენტაცია თიბისის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხებოდა.


„კონფერენციის მონაწილეებს ბევრი რამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია – ისტორიულად როგორ მოვედით დღემდე და რა პროექტებზე ვამახვილებდით ყურადღებას, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ მყარადაა დაფუძნებული ჩვენს მისიასა და ხედვაზე და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ვდგამთ დიდ სტრატეგიულ ნაბიჯებს“, – აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე და ამის მაგალითებად პირველი ციფრული ბანკის Space-ის შექმნა, უზბეკეთში ექსპანსია და ბანკის ეჯაილ-ტრანსფორმაცია მოჰყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია ბოლო წლების ბანკის ისტორიაში.


Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი კომპანიები ესწრებიან. წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მომხსენებლად თიბისი მიიწვიეს და ეს ალბათ ბოლო პერიოდში კომპანიის მნიშვნელოვანი მიღწევებიდან გამომდინარეობს.


მომხსენებლებს, როგორც წესი, კონფერენციაზე ყველაზე წარმატებული, ახლახანს განხორციელებული მაგალითები მოჰყავთ. კონფერენციაზე მოსმენილ წარმატებულ „ქეისებს“ კი შემდეგ სხვა კომპანიებიც ნერგავენ თავიანთ საქმიანობაში.


„ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ქართული ბანკი ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაზე წარმატების ისტორიას და მაგალითებს სხვებს უზიარებს. ძალიან ბევრი უცხოელი გვიკავშირდება და გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას, რაც ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.


Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენცია რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.


(R)


თეგები:
თიბისი



არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up