თიბისიმ MY.GE- ს წილის 100% 30 მლნ ლარად იყიდა

თიბისიმ MY.GE- ს წილის 100% 30 მლნ ლარად იყიდა

access_time2021-10-06 18:12:50

ძმებმა ლაშა და კახა გიგიტელაშვილები My.ge.-ს 100 პროცენტი გაასხვისეს. ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გარიგება მიმდინარე წელს დასრულდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელი კახა გიგიტელაშვილი წერს. ბიზნესმენის თქმით, კომპანია მათ 18 წლის ისტორიის შემდეგ დატოვეს.

 

„დაახლოებით 18 წლის ისტორიის შემდეგ დავტოვეთ MY.GE.


უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მილიონობით მომხმარებელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა კომპანიის განვითარებაში. თქვენი იდეები, თანადგომა, რჩევები გახდა საფუძველი იმისა რომ დღეს მაი.ჯი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, არის საქართველოში ციფრული სამყაროს უნიკალური პლატფორმა და უმარტივებს ცხოვრებას მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს.


გვინდა მადლობა მოგახსენოთ მაი.ჯი-ს გუნდის თითოეულ წევრს, რომელთანაც მოგვიწია თანამშრომლობა ამ პერიოდის განმავლობაში. კომპანია თქვენთან ერთად იზრდებოდა და თქვენ ხართ მთავარი მიზეზი მაი.ჯი-ს წარმატების. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი და თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას მოგახსენებთ. გვჯერა რომ მაი.ჯი-ს გუნდი  ნამდვილად ყველაფერს შეძლებს. წარმატებები თქვენ!



მადლობა TBC - თიბისი გუნდს, რომელმაც გამოხატა ნდობა კომპანიის მიმართ და დარწმუნებული ვართ ამ გუნდთან ერთად კომპანია მრავალ დიდ წარმატებას მიაღწევს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.


საუკეთესო სურვილებით,


ლაშა და კახა გიგიტელაშვილები“, - წერს ბიზნესმენი.


შეგახსენებთ, რომ  2019 წელს თიბისი ჯგუფმა პლატფორმის 65%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 19 მილიონი ლარი იყო. ამ დროს თიბისი დარჩენილი 35%-იანი წილის გამოსყიდვასაც გეგმავდა. თიბისი my.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი დაახლოებით 30 მლნ ლარად გახდა. კომპანია ჯამში 8 პლატფორმას www.My.Ge, www.MyAuto.Ge, www.MyHome.Ge, www.MyMarket.Ge, www.MyJobs.Ge, www.MyParts.Ge, /www.MyAds.Ge-სა და www.MySports.Ge-ს აერთიანებდა.


თეგები:
თიბისიმ MY.GE



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up