თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა:  მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი

თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა: მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი

access_time2019-08-15 12:00:50



საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შედარებით გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში, ეს საქართველოს ბევრ ეკონომიკურ პარტნიორს ნაკლებად შეეხო. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე, რაც ტრადიციულად ზრდის რისკის მიმზიდველობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს საქართველოს ლარში დენომინირებული მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდაში აისახა. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ივლისში თიბისიმ 425 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი რეკორდულად დაბალ ფასებში მოიზიდა, —  ასეთია თიბისის ანალიზის შედეგი. 



კვლევის თანახმად, ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, აშშ დოლარი ინარჩუნებს მყარ პოზიციებს. მართალია საერთაშორისო დონეზე დოლარის შემდგომი გამყარების ალბათობა არაერთი შეფასებით დაბალია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი მსესხებლებზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროს დოლარის მიმართ გამყარებისას. ამდენად დღევანდელი მოცემულობით საქართველოში სავალუტო რისკის აღებისას, დივერსიფიცირება კვლავ უფრო ოპტიმალურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბიზნესისათვის შედარებით მეტი ევროს წილით.



თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული დაახლოებით 5%-სა. მართალია, ტურიზმის სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა საქონლის ექსპორტი და გზავნილები მნიშვნელოვან ზრდის ტემპს შეინარჩუნებს. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, იმპორტის საკმაოდ დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ფისკალურ დანახარჯებსა და საკრედიტო აქტივობას, წინა პროგნოზის შემდეგ ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა. ამასთან, არსებული გათვლებით, 2020 წელს ზრდის ტემპი გაუმჯობესდება, თუმცა ის 5%-ზე დაბალი იქნება.



გაცვლითი კურსის მხრივ, მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი. აღნიშნული პროგნოზი შემდეგს ეფუძნება:


· დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;



· მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;



· საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;



· ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;




· დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე საბალანსო უწყისის ეფექტები ძლიერია და უარყოფითად მოქმედებს შიდა მოთხოვნასა და იმპორტზე;



· იმ დაშვებით, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ელასტიურია, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება შესაძლოა დროითი ჩამორჩენით იწვევდეს ჩანაცვლების გარკვეულ ეფექტს;



· სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;



· ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე, რუსეთის სანქციებამდე დაგეგმილთან შედარებითაც კი უფრო მაღალია;



· გაუფასურების მოლოდინების გამო დაფიქსირებული დეპოზიტების გარკვეული კონვერტაციები ლარიდან დოლარში ნაკლებსავარაუდოა რომ გაგრძელდეს და შესაძლოა მცირე მასშტაბით საპირისპირო ტენდენციასაც კი ჰქონდეს ადგილი;



· იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო მარეგულირებელი ჩარჩო და 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის საკანონმდებლო ნორმა შემსუბუქდება, ეს მეტისმეტი საკრედიტო რისკების აღების გარეშე, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას გახდის შესაძლებელს, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.




იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე  https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-july-19 და მაისის „თიბისი ეკონომიკური მიმოხილვა, ნაწილები 3, და 10 შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/TBC-ER-May-2019




კომერსანტი



თეგები:
თიბისი



ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...


მსგავსი სიახლეები

up