თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაცია დაიწყო

თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაცია დაიწყო

access_time2021-06-25 10:50:00

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისიმ დიზაინის პრაქტიკა ბიზნესსა და პროდუქტების შექმნის პროცესში შემოიტანა.


დიზაინის ცოდნა თანამედროვე კომპანიებისთვის ახალი ეტაპია და ის პირველ რიგში, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტაციას გულისხმობს. დიზაინ ტრანსფორმაციის მიზანია სხვადასხვა ხელსაწყოთი დიზაინი, როგორც კომპანიის მოწყობის, ისე პროდუქტების და იდეების შექმნის განუყოფელი ნაწილი გახადოს, გუნდმა მომხმარებლის თვალით შეხედოს პროცესებს, მეტი დრო დაუთმოს საჭიროებების კვლევას და ფაქტობრივად, მთელი პროცესი მომხმარებელთან ერთად გაიაროს. საბოლოოდ, ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეებში მომხმარებელი თანმიმდევრულ, თიბისის ერთიან გამოცდილებას მიიღებს.


თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში, იყო ლიდერი ნიშნავს, მუდმივად იცვლებოდე, ვითარდებოდე მომხმარებლისთვის და მასთან ერთად. თიბისის მთავარი საზრუნავი - ადამიანია. ჩვენ ვიცვლებით იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გავუმარტივოთ და თიბისისთან ურთერთობით მათ საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ზუსტად ეს იყო მიზეზი ჩვენი ეჯაილ ტრანსფრომაციის, რომელმაც მოქნილობა და მაქსიმალური თავისუფლება მისცა ჩვენს გუნდებს, მოშალა იერარქია და თითეულ ადამიანს ზრდის საშუალება მისცა გუნდში. დიზაინის პრაქტიკის შემოტანით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით დასახულ მიზანს და კიდევ უფრო კარგ გამოცდილებას შევუქმნით ჩვენს მომხმარებელს ციფრულ და ფიზიკურ შეხების წერტილებში. ჩვენ, როგორც კომპანია, სულ ვეძებთ საუკეთესო მაგალითებს მსოფლიოში და ვცდილობთ პირველებმა დავნერგოთ მსგავსი ინოვაციები რეგიონში, შემდგომ კი ეს გამოცდილება გავაზიაროთ. დიზაინ ტრანსფორმაციის პროექტს თიბისიში ამ საქმეში საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ქართველი სპეციალისტი გაუძღვება რომელიც ამ პროექტისთვის საქართველოში დაბრუნდა და ჩვენს გუნდს შემოუერთდა“.


დიზაინის ტრანსფორმაცია თიბისიში 2021 წელს დაიწყო და პირველ რიგში, გუნდის მომზადებას და პრაქტიკის ყოველდღიურობაში შემოტანას გულისხმობს.
პროექტი ეტაპობრივად მთელს კომპანიაში განხორციელდება და თიბისი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება თავის მიზანს - გაუმარტივოს ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელს რეგიონში.



NS

თეგები:
თიბისი



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up