„თიბისიმ“ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

„თიბისიმ“ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

access_time2020-01-05 14:06:25

თიბისიმ 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი.


„ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნოემბერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ლარის დოლარის მიმართ სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა და ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.


თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები.



გაცვლით კურსს რაც შეეხება, თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე – https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up