თიბისიმ და  „თბილისის ღვინის მუზეუმმა ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

access_time2020-02-18 11:39:20

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.„თბილისის ღვინის მუზეუმის კარი პირველად სწორედ თიბისისა და მეიდან ჯგუფის პარტნიორობისთვის გაიღო და ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თიბისი კაპიტალის ღონისძიებას უმასპინძლა.


თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მანძილზე, ღვინის ჯამური ექსპორტის მოცულობა 2018 წელთან შედარებით დოლარში 13.2%-ით გაიზარდა და 222.9 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე ჯერ კიდევ დიდია. ქართული ღვინისთვის საინტერესო საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი.


კვლევის თანახმად, ამჟამად საქართველოში 1 ჰექტარ ვენახზე საშუალოდ 5.2 ტონა ყურძენი მოდის, მსხვილი კომპანიების მოსავლიანობა 8-9 ტონას შეადგენს, ღვინის წარმოების მესამედი კი ოჯახურ მეღვინეობებს უკავიათ. თუმცა, ურბანიზაციის და ფორმალური წარმოების ზრდის პარალელურად, ოჯახური მეღვინეობების წილის კლებაა მოსალოდნელი. სექტორის წინსვლის ერთ-ერთი გზა ორგანიზებული მევენახეობების ზრდა და ვენახების გამსხვილებაა, რაც ქვეყანაში ვენახების საშუალო პროდუქტიულობას გაზრდის.


„თიბისი ლიდერია ღვინის ინდუსტრიის დაფინანსების მხრივ და ბრუნვის მიხედვით ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, სავაჭრო ოპერაციების გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მეღვინეებს გარანტიებს, აკრედიტივებსა და საერთაშორისო ფაქტორინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ადგილობრივ ბაზარზე იხვეწება ღვინის მოხმარების კულტურა და ტურიზმის ზრდასთან ერთად ადგილობრივი გაყიდვების პოტენციალიც უმჯობესდება“. - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.



„თიბისი კაპიტალის“ წარმომადგენლის თორნიკე კორძაიას განცხადებით, 2025 წლისთვის წარმოების გაზრდა 1/3-ით იგეგმება, რაც ექსპორტს წაახალისებს.


„2019 წელს რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა, 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად, რაც წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა. მითუმეტეს, ქართულ ღვინოზე ექსპორტიდან მოთხოვნა გაზრდილია. 2019 წელს 93 მლნ. ბოთლი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე, რამაც ჯამში 223 მლნ. ლარის შემოსავალი მოიტანა ქვეყანაში. სამომავლოდ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ტურიზმის მხრიდანაც. „თიბისი კაპიტალის“ ამ კვლევაში საექსპორტო ბაზრების კვლევას ვაკეთებთ. ამერიკა, პოლონეთი, გერმანია, იაპონია- ქართული ღვინის ექსპორტისთვის საინტერესო ბაზრებია. მათ  ჯამში ტრადიციული ევროპული წარმოების ღვინოების 18. მლრდ. დოლარის ღვინო შეაქვთ დასახელებულ ქვეყნებში.  მიგვაჩნია, რომ საქართველო ამ ადგილზე ღირსეულ ნიშას დაიკავებს.“-ამბობს თორნიკე კორძაია.


„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, გამოწვევა არის საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო დივერსიფიკაცია, როგორც აზიის ასევე ევროპის მიმართულებით. 


„მეღვინეობა საქართველოსთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. თიბისი ბანკი  ამას ყოველთვის ერთ-ერთ პრიორიტეტ დარგად განიხილავდა, დღეს იქნება თიბისი კაპიტალის ანალიზი წარმოდგენილი. ორ მიმართულებად განვიხილეთ მეღვინეობა და მევენახეობა. მოკლე ანალიზი არის, რომ ეს ინდუსტრია 6-7-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მომავალში კიდევ იქნება ზრდა. იზრდება მოხმარება ლოკალურ ბაზარზეც, რასაც ერთის მხრივ, რასაც ტურიზმის განვითარებაც ხელს უწყობს.“-ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.



თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, სექტორული კვლევები და საბროკერო საქმიანობა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up