თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს -

თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - "ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ"

access_time2020-07-24 11:50:37

თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ - McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - "ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ".

 

 შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა - ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა - მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა - ნათან საიცმანმა ისაუბრეს.

 

 გამომსვლელებმა განიხილეს ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები - როგორ იცვლება ინდუსტრია და როგორ შეიძლება აღდგეს სექტორი.

 

 კონფერენციაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

 

არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში - 4%, ბათუმში - 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა.

 


 ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში - 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია.

 

 McKinsey & Company-ს მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნებია ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმება. ასევე, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).

 

 კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება.

 

 თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

 

 ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების  და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

 

„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის  ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. მსხვილი პროექტების შემთხვევაში, აქტიურად ვეთანამშრომლებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რაც გვეხმარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში. ტურიზმის სექტორს სხვა არაერთი ინციატივითაც ვუჭერთ მხარს - მაგალითად, თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის" პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის ბაზრის მოთამაშეებს განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ", - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

 

 





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up