„თიბისი“ ყოველკვირეულად ეკონომიკურ ინდიკატორებს გამოქვეყნებს. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ინფორმაცია სხვადასხვა სეტორების შესახებ ბაზარს პერმანენტულად მიეწოდება.
„სექტორებს შორის ხდება ამ პროექტების დამუშავება და შესაბამისი ანალიზი, რომელი სექტორის მიმართაც ჩვენი მომხმარებლების ინტერესი არსებობს და ჩვენი ეკონომიკისათვისაც საინტერესოა ის ინდიკატორები გამოქვეყნდება. პერმანენტულად გვექნება ასეთი სექტორული ანალიზი, ეს ეკონომიკისთვისაც არის საინტერესო და ასევე ჩვენ გვყავს კორპორატიული კლიენტები, რომლებისთვისაც არსებული სექტორების კვლევა მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო იყო სამშენებლო მასალების რეალიზაციის მიმოხილვა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ“,- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ნინო თამაზაშვილი