თიბისი ბანკი უკრაინულ ბაზარზე შესვლის და ბერძნული Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილის შეძენის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტთან“ არ ადასტურებს.
უკრაინული Forbes-ის ინფორმაციით, ქართული ბანკის უკრაინული საფინანსო ინსტიტუტით დაინტერესება ერთდროულად ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ოთხმა წყარომ დაადასტურა. მათგან ორმა თქვა, რომ საუბარია Piraeus Bank-ის შეძენაზე.
საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილის ფასი $12,5-დან $17,4 მლნ-მდე მერყეობს.
ნინო თამაზაშვილი