ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკი თიბისი ბერძნული Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილის შეძენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
ქართული ბანკის უკრაინული საფინანსო ინსტიტუტით დაინტერესება ერთდროულად ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ოთხმა წყარომ დაადასტურა. მათგან ორმა თქვა, რომ საუბარია Piraeus Bank-ის შეძენაზე.
„დიდი ხანია უკრაინას უმიზნებენ და რამდენიმე ბანკს აკვირდებოდნენ“, - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო სტრუქტურის ტოპ-მენეჯერმა.
Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილიც დაინტერესებული იყო პოტენციური მყიდველებით.
„Piraeus Bank-ის მფლობელებს გაყიდვის პროცესის გააქტიურება სურთ“, - განაცხადა საინვესტიციო ბანკირმა.
Piraeus Bank-ის პრეს-ცენტრმა უარი თქვა „ჭორების კომენტირებაზე“. თიბისის დირექტორმა მედიასთან და ინვესტორებთან ურთიერთობის საკითხებში ზოლტან სალაიმაც არ დაადასტურა ეს ინფორმაცია.
საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილის ფასი $12,5-დან $17,4 მლნ-მდე მერყეობს.
delo.ua