თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

access_time2022-10-26 16:10:00

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას შესთავაზებს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). თიბისის განაწილებით მომხმარებლებს შეეძლებათ ყიდვა ახლა, გადახდა - მოგვიანებით. განაწილებით სარგებლობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ნივთი დღეს, გაყონ მისი ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, შეადგინონ გადახდის გრაფიკი 4 თვეზე განაწილებით და გადაიხადონ ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.



რატომ თიბისი განაწილება და რა იქნება მისი უპირატესობები:



• ეფექტური 0 % (არ მოიცავს არანაირ დამატებით საკომისიოს) - იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს პროდუქტი
• წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი
• ავტომატიზირებული პროცესი
• წრაფი და მარტივი პროცესი ციფრული არხებით, ფილიალში მიუსვლელად



როგორ იქნება შესაძლებელი თიბისი განაწილების გამოყენება:




• თიბისი განაწილებით სარგებლობა ციფრულ ბანკში QR-ის დასკანერებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ტერმინალზე გამოჩნდება მოთხოვნის შემთხვევაში
• QR-ის დასკანერების შემდეგ, ციფრულ ბანკში გამოჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი
• განაწილების პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, სასურველი პროდუქტი უკვე შენია



• პირველ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობა შეეძლებათ 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს, ვისაც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი აქვთ



პროდუქტს ძალიან მალე დაემატება ლიმიტის მოთხოვნის ფუნქციონალი ციფრულ ბანკში და უკვე გადახდილი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.
„თიბისი უკვე 30 წელია ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ახალი პროდუქტი - განაწილება - სრულ თანხვედრაშია ამ მიზანთან და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს თიბისის მომხმარებლების ყოველდღიურობა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.



30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მისიის შესაბამისად შეიქმნა ახალი პროდუქტი განაწილება, რომელიც კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას.


(R)



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up