თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

access_time2022-07-05 16:20:00

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ. საწარმოში 10-მდე ადამიანი დასაქმდა. ნედლეულს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს, წარმოებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინეს.


„ქვევრი არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ქვევრი საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად გამოიყენებენ მეღვინეობაში. და რადგან შოკოლადი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ „შოკოლადის ქვევრი“ საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. იმისთვის, რომ ეს ამბიციური იდეა განგვეხორციელებინა წარმოება აუთსორსზე დავიწყეთ, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად აჭარბებდა მიწოდებას და დღიური 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი ვეღარ აკმაყოფილებდა მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საწარმო შეგვექმნა და ინვესტიციის გარდა, საიმედო პარტნიორი მოგვეძიებინა,“ - ერეკლე ლოლაძე, Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი.


„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ქართული წარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. დაფინანსების ის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია Mouth melters შევთავაზეთ, კომპანიას უთავისუფლებს ფულად რესურსს საქმიანობის განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე, შოკოლადის ქვევრები აქტიურ გაყიდვაში ჩაეშვება,“ - თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.



„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ წარმომადგენლებმა და ახლა უკვე „შოკოლადის ქვევრის“ იდეის ავტორებმა 2019 წელს წარმოება აუთსორსზე დაიწყეს, პანდემიის პერიოდში კი პროცესი სრულად შეჩერდა. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.


(R)



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up