თიბისი ლიზინგი მცირე და საშულო ბიზნესის დასაფიანანსებლად 10 მლნ დოლარი მოიზიდა

თიბისი ლიზინგი მცირე და საშულო ბიზნესის დასაფიანანსებლად 10 მლნ დოლარი მოიზიდა

access_time2020-01-30 15:18:45

თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდებისგანვითარებისსაფინანსოკომპანიისგან (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თიბისი ლიზინგი აღნიშნულ რესურსს გამოიყენებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დასაფინანსებლად.


თანამშრომლობის მიზანია, აქტივების პირდაპირ დაფინანსების გზით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ლიზინგზე, როგორც ფინანსირების ალტერნატიულ საშუალებაზე წვდომის გაზრდა. ასევე, რესურსის 30% მიმართული იქნება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად.


„2019 წელი ზოგადად სალიზინგოსექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 % -ით გაიზარდა. 


თიბისი ლიზინგი, ბაზარზე ისევ უპირობო ლიდერად რჩება. წლის ჯამურმა დაბანდებამ 81 მილიონი დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 % -ით გაიზარდა.



2020 წელიც ასეთივ ეწარმატებით დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, მორიგი ინვესტიცია მოვიზიდეთ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან. ბოლო სამი წლის მანძილზე, თიბისი ლიზინგმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 100 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის სახსრები მოიზიდა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.


მრავალი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა ყველას დაგვანახა, რომ ის წამყვანი და სანდო მხარდამჭერია მცირე და საშუალო ბიზნესისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. ეს გარიგება თიბისი ბანკის შვილობილ კომპანიასთან, თიბისი ლიზინგთან თანხვედრაშია FMO-ს ამბიციურ მიზნებთან განახორციელოს ენერგო ეფექტური ტრანზაქციები. ამ სესხით ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაძლიეროთ თიბისი ლიზინგი და მხარი დავუჭიროთ მას, გახდეს წამყვანი სალიზინგო კომპანია მწვანე პროექტების დაფინანსების კუთხით,“ - განაცხადა FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ.


ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ჰოლანდიის უმსხვილესი განვითარების ბანკია, რომლის აქციონერებსაც ნიდერლანდების სახელმწიფო და სხვა ჰოლანდიური კომერციული ბანკები წარმოადგენენ. ორგანიზაცია 1970 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ამჟამად კონიის პორტფელის მოცულობა 10 მილიარდ ევრომდეა და ორგანიზაციაში დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.


თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCaდა სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალითდა 120 თანამშრომლით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up