თიბისი კვლევა: თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება

თიბისი კვლევა: თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება

access_time2019-09-13 15:00:53


თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება — აღნიშნულია თიბისის სექტემბრის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში. 

 

კვლევას “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


მას შემდეგ რაც საგარეო სექტორი ძლიერი იყო და სებ-ი რეკორდულად მაღალი ოდენობის სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, საგარეო ბალანსი მაინც ზომიერად ძლიერი რჩება. საკუთრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა. ისევე, როგორც ივლისის ტურიზმის კლებაზე გაცილებით მეტი იყო ამავე თვეში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამასთან, აგვიტოს ტურიზმის დინამიკა მნიშვნელოვანად უკეთესი იყო.


წინა ყოველთვიური მიმოხილვის შემდეგ, აშშ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, დოლარის გამყარება ლარის სადღეისოდ არსებული სისუსტის მხოლოდ მცირე ნაწილის ამხსნელი ფაქტორია. ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინფლაციაზე ზეწოლის გათვალისწინებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, ასევე გაცხადდა, რომ ინფლაციის მოთოკვისათვის სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება.


მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, თიბისი კვლევების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამას სასურველი შედეგი - ლარის ეფექტური და ასევე აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა, ჯამურად ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მართალია პოლიტიკის გამკაცრება შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ლარის აშშ დოლარის მიმართ გამყარებას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობების რამდენადმე მაინც გაუმჯობესების შედეგი იქნება.




ივლისის ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ამასთან, როგორც ჩანს გარკვეული როლი დაბალმა საბაზო ეფექტმა შეასრულა. ასევე, ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორები დინამიკის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წლის ზრდა მაინც 4%-ზე მაღალი იქნება.



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელზე მეტად შემცირების მიუხედავად, მისი მშპ-თან მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით მაინც მაღალ დონეზეა. სექტორულ ჭრილში, სავარაუდოა უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება. ამ ვარაუდის გაკეთების საშუალებას საცხოვრებელი უძრავო ქონების სექტორის ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა. ამასთან, დროით განზომილებაში პროგნოზის გაკეთება რთულია. მართალია ნებართვების გაცემის დინამიკა გაუმჯობესდა, თუმცა იპოთეკური დაკრედიტების მაჩვენებლები შედარებით სუსტია. განსხვავებით საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორისა, მაღალპროცენტიანი სესხების გამცემ არასაბანკო საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნული სექტორის კლება თიბისი კვლევების მიხედვით პოზიტიურადაა შეფასებული. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტის დასრულებამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი შეასრულა. ამასთან, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურ ფაზაში შესვლის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.



მონეტარული პოლიტიკის არსებული და შემდგომი გამკაცრების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ლარიზაციის ტემპის შემცირება. თუმცა, ლარიზაცია კვლავ პრიორიტეტად დარჩება, სავარაუდოდ ვალდებულებების ლარიზაციაზე უფრო მეტი აქცენტით. ასევე, გაზრდილია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ჩარჩოს შერბილების ალბათობა. თიბისი კვლევების შეფასებით, გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში, მულტისავალუტო დაკრედიტება ლარში, ევროსა და დოლარში, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ასევე შესაძლებელია გაცვლითი კურსის ცვლილებისას ვადიანობის ავტომატური შესწორებით, იმ მიზნით, რომ ვალის მომსახურების კოეფიციენტი იმავე დონეზე შენარჩუნდეს. ეს ზედმეტად გაუფასურებული ლარის გამყარებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.



იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-september-19








„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“
access_time2019-10-21 12:43:39
„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი...


მსგავსი სიახლეები

up