თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა

თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა

access_time2019-11-07 16:23:19

თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა. როგორც კვლევიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები შემცირებულია.


„2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.



კვლევიდან ვგებულობთ, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ.



მესამე კვარტლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის დაწევა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს.




2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.



წლის დასაწყისიდან საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში -4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება.



თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ“ – ნათქვამია კვლევაში.









რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up