თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

access_time2022-08-15 11:30:00

ლარის გამყარება წინა კვირაშიც გაგრძელდა, ამჯერად სებ-ის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციებითაც კი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. 1-12 აგვისტოს პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 70 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ივლისში, აუქციონის გარეშე, დოლარის ყიდვამ 110 მილიონი შეადგინა. თავისთავად, მინიმუმ არ გამოვრიცხავთ, რომ აუქციონის გარეშე ინტერვენციებს აგვისტოშიც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, ინტერვენციების მოცულობა 70 მილიონ დოლარზე მეტიც შეიძლება ყოფილიყო.


ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად ბაზრის ნეგატიური რეაქცია არ აღინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ კვირის ბოლომდე, როდესაც ლარმა პოზიციები დათმო და პარასკევის დღის ბოლოსათვის ბლუმბერგის მიხედვით აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.77-ით განისაზღვრა. რისი თქმა შეგვიძლია? თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმიდა შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის კუთხით პროგნოზი ნეგატიურია, რადგანაც ჩვენი შეფასებით, უკვე აგვისტოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი, წინა თვესთან მიმართებაში დეფლაცია უნდა დაფიქსირდეს.


ამავდროულად, ასევე გასათვალისწინებელია ლარის კურსის სეზონურობაც. ცალსახაა, რომ ვალუტის წმინდა შემოდინების კუთხით, სეზონურობის არგუმენტები არსებობს, მაგრამ თუ ბაზრის მონაწილეები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი აზრით დიდწილად სწორედ ასეა, ლარის სეზონურ მერყეობას სულ მცირე ნაკლებად ექნება ადგილი. მართლაც, არაა გამორიცხული, რომ „პარასკევის ავარდნა, გარდა ლარის გარკვეულწილად ზედმეტად გამყარების აღქმისა, რასაც სებ-ის ინტერვენციებიც განაპირობებს, მე-4 კვარტალში სეზონური გაუფასურების მოლოდინმაც გამოიწვია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურსის სეზონურობა მის მიმდინარე დინამიკაში უკვე რამდენადმე მაინც გათვალისწინებულია.



თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით შეფასებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს რაც შეეხება, წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან მიმართებაში ნიშნული დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო/დოლარი დაახლოებით 1.05 იქნება და სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება. 2023 წლისათვის, ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებას ან სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმოს.


იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004634-qovelkvireuli-ganakhleba


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up