თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

access_time2022-07-25 12:50:00

ივნისის ექსპორტის მაჩვენებლები მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მოსალოდნელზე მაინც შედარებით სუსტ დინამიკას აჩვენებს. წინა თვისგან განსხვავებით, ზრდა მხოლოდ ფასების და დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იყო. ასევე, მცირედით გაუარესდა ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა. ამავდროულად, კვლავ მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლის წილი, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასის ეფექტის გავლენის შესწორებით, რაც ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის მოლოდინებზე მიუთითებს.


საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი მოლოდინების ინდიკატორია. მაისისგან განსხვავებით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მცირედით უფრო მეტი იყო, თუმცა ძირითადად კორპორატიული სეგმენტის ხარჯზე, სადაც გრეძლვადიანი პროექტების დაფინანსება სწორედ ვალუტაში დომინირებს. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, იპოთეკა პრაქტიკულად მთლიანად ლარში გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით უკვე შენელება შეინიშნება.



წინა კვირაში ლარის გამყარება ასევე თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, კვლავ თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია. მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება მატერიალურად შეიცვალოს.


იხილეთ პუბლიკაცია სრულად ბმულზე.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up