თიბისი კაპიტალის კველვა - ლარის ეფექტური კურსის ანალიზი მულტი-სავალუტო პროდუქტების ჭრილში

თიბისი კაპიტალის კველვა - ლარის ეფექტური კურსის ანალიზი მულტი-სავალუტო პროდუქტების ჭრილში

access_time2020-12-30 15:20:00

თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა კვლევა - „ლარის ეფექტური კურსის ანალიზი მულტი-სავალუტო პროდუქტების ჭრილში". პუბლიკაცია იკვლევს - რამდენად არის შესაძლებელი ისეთი მულტი-სავალუტო სასესხო/საინვესტიციო პროდუქტების შემუშავება, რომელიც ლარში შემოსავლის მქონე მსესხებლისათვის ნაწილობრივ ან სრულად აზღვევს სავალუტო რისკს და ამავდროულად, მიმზიდველია საპროცენტო განაკვეთის კუთხით. მსგავსი მულტი-სავალუტო კალათა საინტერესოა ლარის ინვესტორებისთვისაც, რომელთა ფუნქციონალური ვალუტა ევრო/აშშ დოლარია.

პუბლიკაციის მიხედვით, ემპირიული ანალიზი მიუთითებს, რომ ლარში შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის აუთვისებელი პოტენციალი არსებობს ისეთ მულტი-სავალუტო სასესხო პროდუქტებში, რომლებიც დენომინირებულია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებში. პოტენციალი გამომდინარეობს როგორც ლარისა და შესაბამისი ვალუტების კორელაციიდან, ასევე შერჩეულ სავალუტო კალათაზე შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთიდან.

კვლევაში გაანალიზებული სავალუტო კალათა შედგება 70% ევროს, 15% რუსული რუბლისა და 15% თურქული ლირისაგან. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში კალათის კომპოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სექტორში ოპერირებს მსესხებელი, როგორია მისი რისკის აპეტიტი, რა არის სესხის ვადიანობა, როგორია მოცემულ მომენტში ბაზარზე არსებულ მდგომარეობა და ა.შ. მსგავსი პროდუქტი საინტერესოა ინვესტორებისთვისაც. ამ შემთხვევაში ინფლაციაზე მიბმული ლარის საინვესტიციო პროდუქტები ნომინალურთან შედარებით მეტად მიმზიდველი იქნება.


მსგავსი პროდუქტების შესაძლო განვითარება დადებით გავლენას მოახდენს ლარის საპროცენტო განაკვეთებსა და გაცვლით კურსზე. ამასთან, მულტი-სავალუტო სასესხო პროდუქტები სხვადასხვა სახის რისკთანაა დაკავშირებული და მოითხოვს მაკროეკონომიკურ/მსესხებელზე მორგებულ ანალიზს და სასურველია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაცია გაიარონ.

თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge

NS

თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up