თიბისი კაპიტალი: 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრებს

თიბისი კაპიტალი: 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრებს

access_time2021-06-16 13:00:07

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს 2019 წლის მაჩვენებლის 40%-ს მიაღწევს, 2022 წელს კი 10%-ით გადააჭარბებს - ოპტიმისტურ პროგნოზს თიბისი კაპიტალი აქვეყნებს. სულ რამდენიმე თვის წინ მიჩნეული იყო, რომ სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2025 წლამდე ვერ დაუბრუნდებოდა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით მაისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 188%-ით, უშუალოდ ტურისტების რაოდენობა კი 264%-ით გაიზარდა. სამნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად მაისში ტურიზმი 2 წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 23%-ით აღდგა, პირველ 5 თვეში მხოლოდ 17%-ით, თუმცა მარტიდან მოყოლებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პარალელურად ზრდის ტემპი დაჩქარდა.


გადაადგილების შეზღუდვის დაწყების დრომ 2 სთ-ით 23:00 სთ-მდე 17 მაისს გადაინაცვლა, 26 მაისიდან დაცული ტერიტორიები გაიხსნა, 5 ივნისიდან რესტორნებმა დახურულ სივრცეში მუშაობის უფლება მიიღეს, 1-ლი ივნისიდან კი ვაქცინირებული პირებისთვის სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს ვიზიტორების 74.8%-მა საზღვარი სახმელეთო გზით გადმოკვეთა, ცვლილებამ ტურისტულ მიმართულებაზე დადებითად უნდა იმოქმედოს.


თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით დიდი სასტუმროების დატვირთულობა საგრძნობლად გაზრდილია, მაგრამ მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების უმრავლესობა კვლავ დაკეტილია. თუ დიდი სასტუმროების დატვირთულობა 40%-ს აღწევს, პატარებში ის 7%-ს ვერ სცილდება. რეგიონებიდან ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად კახეთსა და აჭარაშია გაზრდილი.



2020 წელს საქართველოში ტურიზმი და აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2000-იანი წლების მაჩვნებელს დაუბრუნდა. თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო მსოფლიოშიც. პანდემიის სააწყის ეტაპზე, მარტსა და აპრილში იმ საერთაშორისო სასტუმროების აქციების ღირებულება, რომლებიც საქართველოში ოპერირებდნენ: ჰილტონი, მერიოტი... 60-65 პროცენტით შემცირდა, იანვრიდან უმრავლესობის ღირებულებამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო. იმავე მოცულობის და კიდევ უფრო გრძელვადიანი დარტყმა ავიაკომპანიებმა: რეინეარმა და ლუფტჰანზამ მიიღეს, თუმცა დადებითი დინამიკა ამ მიმართულებითაც შეინიშნება.


ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ტურისტების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია. როგორც ვარდნის, ასევე აღდგენის მრუდი რაოდენობრივი ცვლილების მრუდს თითქმის ერთი ერთში ემთხვევა. აპრილში საქართველომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან 81.3%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, მაისში კი 72.7%-ით ნაკლები. თიბისი კაპიტალში ვარაუდობენ, რომ 2021 წელს ქვეყანა ჯამში ტურიზმიდან $1.3 მლრდ-ის მიღებას შეძლებს, რაც 2019 წლის მაჩვენებელის 40%-ა, კიდევ უფრო ოპტიმისტურია 2022 წლის პროგნოზი რომლის მიხედვითაც ტურიზმიდან საქართველომ 2019 წელთან 10%-ით მეტი $3.6 მლრდ-ის შემოსავალი უნდა მიიღოს.


ზოგადი დადებითი ტენდენციის მიუხედავად 15 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში კომენდანტის საათი და პირბადის ვალდებულება, მათ შორის ღია სივრცეში კვლავ ნარჩუნდება, გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებია, რაც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორებად რჩება. აპრილში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა 13 000%-ით, მაისში კი 24 887%-ით გაიზარდა, ორივე შემთხვევაში ასტრონომიული ზრდის უმთავრესი მიზეზი მასობრივი ვაქცინაცია იყო.


თავისი სპეციფიკის გამო პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა ყველაზე მძიმე დარტყმა ტურიზმს მიაყენა. 2019 წელს საქართველოსი შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9.358 მლნ შეადგინა, საიდანაც ვიზიტორი 7.726 მლნ იყო, მათ შორის ტურისტი კი 5.081 მლნ. 2020 წლისთვის ყველა პირობა არსებობდა, რომ მოგზაურთა რაოდენობას 10 მლნ-სთვის, დარგიდან მიღებულ შემოსავალს კი $3.5 მლრდ-ისთვის გადაეჭარბებინა, მაგრამ რეალურად მოგზაურთა რაოდენობა 1.747 მლნ-მდე შემცირდა, რომელთა 76%-ზე მეტი ქვეყანას პირველ კვარტალში ეწვია. ფინანსურმა დანაკარგმა კი $3 მლრდ-ს მიაღწია და $0.5 მლრდ-მდე შემცირდა.


იანვარ-თებერვალში მიიჩმნეოდა, რომ ტურიზმი სრულად 2025 წლამდე ვერ აღდგებოდა, იმ დროს ეკონომიკური ზრდის პროგნოზადაც 4.3% სახელდებოდა, რომელიც სავალუტო ფონდმა 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა მაისიდან მდგომარეობა შეიცვალა, თიბისი კაპიტალის გარდა პროგნოზი მსოფლიო ბანკმაც გააუმჯობესა და საქართველოს 2021 წლის მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდის ტემპი 6%-ით შეაფასა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up