თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

access_time2021-02-28 10:00:11

თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების კვლავ მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს.

ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მომავალ თვეში მშპ-ის ვარდნა შემცირდება, რადგან პანდემიის ეფექტის გავლენა 2020 წლის თებერვალში გარკვეულწილად უკვე შესამჩნევი იყო. უფრო მეტიც, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად, თებერვალში რიგი სექტორების აღდგენა აშკარაა. ასევე მოსალოდნელია, რომ მარტში კიდევ უფრო დაბალი საბაზო ეფექტისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო ეკონომიკური აქტივობა იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სეზონურად სუსტი აქტივობის გამო იანვრის მშპ მთლიანი წლის მხოლოდ 6.8%-ს შეადგენს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშპ-ის ბოლო პროგნოზს, რომელიც 2021 წელს მშპ-ის დაახლოებით 4%-ით, ხოლო 2022 წელს 7.5%-ით აღდგენას ითვალისწინებს, უცვლელს დავტოვებთ, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.


შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ვარდნის ტემპი დაჩქარდა და იანვარში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ქვეყანის 4.3%-იან ეკონომიკური ზრდაა გათვალისიწნებული


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up