„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური გამყარება.
„ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.1-ს გაუტოლდება, ეს იმ შემთხვევაში თუ ევრო/დოლარი არ შეიცვლება და დაახლოებით იგივე დონეზე იქნება“, — განაცხადა ოთარ ნადარაიამ
ნინო თამაზაშვილი