თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს

თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს

access_time2018-12-11 16:07:20

თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალიციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.



Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100 პროცენტიანი წილიც თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას. არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ ორივე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლონ.

 


„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.



Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას.




ციფრული სავაჭრო პლატფორმა,რომელიც 2019 წლის თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი,დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის.ბიზნესს პლატფორმით სარგებლობის დამატებითი ხარჯი არ ექნება,მათი ხარჯები პროდუქციის შეძენისა და საწყობში მიტანის დანახარჯით შემოიფარგლება.



ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ახალი ციფრული პლატფორმა Vendooერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.


როგორც თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა,ბანკის მიზანია ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება,შესაბამისად პლატფორმა ყველასთვის ღია იქნება და მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.ამასთან,თიბისი სამომავლოდ მომხმარებელთა წრის გაფართოებასაც აანონსებს.


"ამბიცია გვაქვს გავაკეთოთ ქართული "ამაზონი" .ვვარაუდობთ,რომ ოთხი წლის თავზე თიბისი ბანკი 10 მილიონამდე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს მოიცავს.2019 წელს აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ვგეგმავთ შესვლას,"-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


(R) 





მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“
access_time2019-06-18 13:55:34
საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე...

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
access_time2019-06-18 16:00:02
სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად  2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  შემოწმება რეგულირების სააგენტომ ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის თანახმად, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის...

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...


მსგავსი სიახლეები

up