თიბისი დაზღვევა ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევა ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს

access_time2019-05-29 21:24:45

თიბისი დაზღვევა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო 1 კვირის მანძილზე, თიბისი დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა. სეტყვამ ფერმერების მოსავალი განსაკუთრებით მძიმედ შიდა ქართლის რეგიონში დააზიანა. კერძოდ, გორის 20-ზე მეტ სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.



თიბისი დაზღვევამ მყისიერად დაიწყო ზარალების შეფასება და ამ დრომდე 200-მდე სადაზღვევო შემთხვევაა შესწავლილი და შეფასებული. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირებასაც. შედეგად მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ყველა შემოსული ზარალის განაცხადის შესწავლა დასრულდება და ფერმერები ზარალის ოდენობისა და ანაზღაურების პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.



ამასთან, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, შინდისში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ბებნისსა და მიმდებარე სოფლებში, თიბისი დაზღვევამ დროებით შეზღუდა ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა დღემდე დაუზღვეველ ნაკვეთებზე.


ეხლა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ სად და რა ოდენობით არის შენარჩუნებული მოსავალი. ამის შემდეგ, თიბისი დაზღვევა შეძლებს სრულყოფილად განაახლოს ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა იმ სოფლებში, სადაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა სტიქიას.აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, აგროდაზღვევის პოლისების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს დღესაც.


თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და ამ დრომდე თიბისი დაზღვევაში 1500-ზე მეტი ფერმერია დაზღვეული"–ნათქვამია განცხადებაში. 


კომერსანტი





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up