2021 წლის 3 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 22,520,829 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ ლიდერობს, რომელმაც „თიბისი დაზღვევას“ პირველი ადგილი ჩამოართვა. მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 5,094,550 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3,462,908),
სს „თიბისი დაზღვევა“ — 4,819,000 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5,822,840 ლარი),
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 3,969,343 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3,203,558 ლარი),
სს „არდი დაზღვევაა“ —1,357,811 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1,079,034 ლარი),
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“ - 1,147,139 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 151,048 ლარი).
2021 წლის 3 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 38,000 შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 7,537;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 6,094;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 5,776;
სს თიბისი დაზღვევა - 5,347;
სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 2,491.