თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

access_time2021-10-27 11:10:40

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობი დარგში საქმიანობა წამოიწყოს



აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიცლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობა დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ,  წამოიწყონ აგრობიზნესი. 



ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ასეთი მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობა. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. ერთი მხრივ,მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ,კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში მათ კურატორობას გაუწევენფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებსგანუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ. მენტორები თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში, - ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.



პროექტი ითვალისწინებს ისეთი ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა  მოყვანა საქართველოშიწარმატებითაა შესაძლებელი, ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი,  ბალი და გარგარი. მიზანი კი ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს   თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენებაშიდაეხმაროს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქტებით მოამარაგონ და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.


ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც  ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავსბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება

მეფრინველეობის შემთხვევაში კი, თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა დაფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავსპროექტებ. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს  ფინანსურ რესურსსდა მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითად საშუალებებს დაფინანსება აქაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%- ოდენობით.



თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. პროექტში ჩართვა ფერმერებს ცხოვრებას გაუმარტივებს, მათექნება მეტი მხარდაჭერა და მოტივაცია, რომ ის აგრობიზნესი წამოიწყონ, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up