20 მაისს, 18.00 საათზე ქ. ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება დამოუკიდებლობის სკოლის პირველი საჯარო ლექცია, რომელიც ქართველ გმირებს - მარო მაყაშვილს, ნოე ჟორდანიას და ამბროსი ხელაიას მიეძღვნება. ლექციებს გაუძღვებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
ღონისძიება ჯგუფ Killages-ის ლაივ კონცერტით დასრულდება.
პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისის ფეისბუქ გვერდზე.
NS