თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკთხველმა გაიცნო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკთხველმა გაიცნო

access_time2021-04-12 11:50:00

„კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია,“ – მიიჩნევს წიგნის მაღაზია „წიგნის სივრცის“ (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი, – „განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი.“


Bookspace დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, ანუ არ ეკუთვნის არცერთ საგამომცემლო ჯგუფს და საკუთარი წიგნის პოლიტიკა აქვს. 2019 წელს დაფუძნებული წიგნის მაღაზიის კატალოგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა მსგავსი სივრცეებისაგან. აქ მკითხველს შეუძლია ისეთი გამოცემების შეძენა, რომლებიც სპეციფიკური ინტერესების ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და სხვა წიგნის მაღაზიების თაროებზე არ დევს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს, ისევე, როგორც სხვა პატარა, კონკრეტული მიმართულებების გამომცემლობების ლიტერატურას, მაგალითად, ფემინისტურ ლიტერატურას, Bookspace-ში იოლად მიაგნებთ. მაღაზია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ილუსტრატორების პოპულარიზაციას. ქართველი მხატვრების მიერ დასურათებულ საბავშვო წიგებს მაღაზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სახელოვნებო წიგნები კი, კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც Bookspace-ის პრიორიტეტია, რადგან ქართულ ბაზარზე მსგავსი ლიტერატურა ძალზე მწირია.


მაღაზიის გამორჩეულობიდან გამომდინარე, მისი სტუმრებიც იმაზე მომთხოვნები არიან, ვიდრე მეინსტრიმული ლიტერატურის მკითხველები.



„ასეთ დროს მუდმივ მკითხველებთან, მაღაზიის მუდმივ სტუმრებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნდობა შეიძლება პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით მოიპოვო, მაგრამ კლიენტის დარწმუნება, შენს, როგორც წიგნის მიმწოდებლის, გემოვნებას ენდოს, ერთიორად რთულია“.



სწორედ ეს მოახერხა Bookspace-მა. აღმოჩნდა, რომ ონლაინ კონსულტაციები გაცილებით ეფექტურია. როცა პანდემიის გამო მაღაზიის დახურვა გარდაუვალი გახდა, დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ეს მაღაზიის არეალის გაფართოების შესაძლებლობა უფრო იყო, ვიდრე დაბრკოლება. თავდაპირველად წიგნებს ფეისბუქის მეშვეობით ყიდდნენ, მალევე კი თიბისი ბიზნესის შეთავაზების შესახებ გაიგეს და ონლაინ მაღაზიის გამართვაც დაიწყო. ამ პროცესმა, წიგნის მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორ თვეს გასტანა, მაგრამ შედეგი გაწეულ შრომად ღირდა. ონლაინ გაყიდვებმა რეალურ გაყიდვებს გადააჭარბა. b2c-ის წყალობით მაღაზიის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ Bookspace-ის წიგნებზე მოთხოვნა რეგიონებშიც საკმაოდ დიდია. სწორედ რეგიონების დაფარვაა Bookspace-ის სამომავლო გეგმაში, მას მერე რაც საკურიერო მიწოდების სერვისი შედარებით გაიმართება.



„ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.


პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up