თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

access_time2021-05-07 16:10:00

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.


საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ფლობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 20-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. ქარხანაში, რომელიც გამართვის პროცესშია, სამომავლოდ 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იგეგმება.


საქმისადმი ევროპული მიდგომა დასაწყისშივე ცალსახად განისაზღვრა, როცა ვაზის ნერგების – მათ შორის ქართული ჯიშის ნერგების – არა ადგილზე შეძენა, არამედ სფრნგეთიდნ ჩამოტანა გადაწყდა.


“ეს ნერგები გაცილებით ჯანსაღია და კარგად უძლებს ადგილობრივ პირობებს. როგორც წესი, ადგილობრივებს, სწორედ არაჯანსაღი ვაზის გამოისობით, ვენახების დაახლოებით, 20 პროცენტი უცდებათ ხოლმე,” - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ვახტანგ სულაძე.


ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვაზის 80 პროცენტს საფერავი შეადგენს. ვენახებში კიდევ ერთი ქართული ჯიში ხიხვია, დანარჩენი ფართობი კი ფრანგულ ჯიშებს უჭირავს – მერლოს, კაბერნე ფრანკს, კაბერნე სოვინიონს და პინო ნუარს. საფრანგეთში შეუკვეთა კომპანიამ, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მუხის კასრები, რომლებშიც ღვინო უნდა განთავსდეს.



„სულა“ ბიომეურნეობის მომხრეა. ეს კომპანიის პრინციპული მიდგომაა: „ჩვენ გამოვრიცხეთ შხამ-ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივ სასუქს ვხმარობთ. ეს ძალიან მოქმედებს ყურძნის გემოსა და ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდება მსგავსი მიდგომის წყალობით. გვაქვს სერთიფიკატი, რომელიც ბიომეურნეობაში ყოველგვარი სტანდარტის დაცვას ადასტურებს“.


კომპანია საშუალო ფასის მქონე, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. წარმოებული პროდუქტის 20 პროცენტი ქვევრის ღვინო იქნება. ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქვევრებს „სულა“ ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. მომავალ წელს – როცა კომპანია მოსავალს სრულად აიღებს – გარდა ღვინისა, სხვა ალკოჰოლური სასმელების, წარმოებაც იგეგმება. საწარმოო ხაზი, რომელიც დამონტაჟების პროცესშია, შუშხუნა ღვინისა და კონიაკის დამზადების საშუალებასაც იძლევა.


„სულას“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ერთი მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება – მარნის, პატარა რესტორნისა და სასტუმროს აშენება, მეორე მხრივ – პროდუქციის ექსპორტზე გატანა: „ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს გერმანელებთან. გვსურს ჩვენი პროდუქცია ევროპული რესტორნების მენიუებში მოხვდეს. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლასაც ვგეგმავთ,“ - ამბობს ვახტანგ სულაძე და აღნიშნავს, რომ დამწყები კომპანიისთვის მსგავსი ამბიციური გეგმები წარმოუდგენელი იქნებოდა მყარი ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე.


„თიბისის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკისგან უკვე მეორე ტრანში მივიღეთ. მსგავს ხელსაყრელ პირობაზე ვერც კი ვიფიქრებდით. ძირითადად, მატერიალური მხარის მოსაგვარებლად – ვენახის სარების, მავთულების, სამაგრების შესაძენად დაგვჭირდა ფული. დიდი ინვესტიცია იყო, სამ მილიონ ლარს გადაცდა“.


„სულა“ სამომავლო გეგმებსაც ამ პარტნიორობაზე აგებს და უკვე თამამად ფიქრობს ღვინის წარმოებას გაცდეს. ვენახების დ ატმის ბღების შემდეგ, იგეგმება ასურეთში 100 ჰექტრამდე ტერიტორიის შეძენა ნუშის გასაშენებლად.



NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up