„თიბისი ბანკში“ პრობლემური სესხების რაოდენობა  120 მლნ ლარია - ბანკი სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

„თიბისი ბანკში“ პრობლემური სესხების რაოდენობა 120 მლნ ლარია - ბანკი სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

access_time2018-12-07 12:59:55

„თიბისი ბანკი მზადაა, შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ,“ - ამის შესახებ  „თიბისი ბანკი“ აცხადებს.


მათი ინფორმაციით, ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ია.


„თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას.


„თიბისი ბანკი“, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას.



„თიბისი ბანკი“ მზადაა შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა „თიბისი ბანკში“ შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.


გაცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო „თიბისი ბანკის“ წილი აქედან მხოლოდ 8%-ია.


ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას.


მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.


„თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას,“ - ნათქვამია განცხადებაში.






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up