თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

access_time2019-04-25 17:31:14

სასტუმრო „Holiday Inn”-ში თიბისი ბანკის ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა.


  • პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:


  • საერთაშორისო გარემოს ანალიზი საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით;


  • ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასება;



  • ეკონომიკის ზრდა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი;



  • დაკრედიტების ტენდენციები და პროგნოზი;


სხვა აქტუალური საკითხები



თიბისი ბანკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს  ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით უფრო მეტი აქტიურობით დახასიათდება. ამასთან, მართალია, დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯები მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლართან მიმართებაში.



პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაკროეკონომიკის საკითხებზე მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხები.



თეგები:
თიბისი



საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up