EBRD-ისგან თიბისი ბანკმა 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

EBRD-ისგან თიბისი ბანკმა 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

access_time2019-12-30 10:39:40

თიბისი ბანკმა და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, მოზიდული 65 მლნ ლარი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტიციებს მოხმარდება.


დაფინანსება მოიცავს ფართომასშტაბური ტექნიკური კონსულტაციების პაკეტს, რომლის თანადაფინანსებას კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს. პარტნიორობის მიზანი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა და მათი განხორცილებაა. დაფინანსება მოხმარდება ისეთი ტექნოლოგიების განვთარებას, როგორებიცაა, მაგალითად: თერმო იზოლაცია, მზის ფოტოელექტრული სისტემები (პანელები), გეოთერმული თბოტექნიკა, ფექტური სარწყავი სისტემები. მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, ბიზნესებს შესთავაზებენ კონსულტაციებს საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.


„მწვანე ეკონომიკის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში. კომპანიების და კერძო პირებისათვის ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. აღნიშნული ინვესტიცია დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად დაზოგონ ენერგომოხმარება და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, - განაცხადა კატარინა ბიორინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.



„უკვე 20 წელზე მეტია EBRD ჩვენი პარტნიორია. ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მანძილზე, EBRD -ი თიბისი ბანკს სხვადასხვა სასესხო პროდუქტით, ტექნიკური დახმარების პროგრამითა და კაპიტალში ინვესტიციებით უჭერს მხარს. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს და იცავს ბიზნესებს და კერძო პირებს პირდაპირი სავალუტო რისკებისაგან. აღნიშნული პარტნიორობით, თიბისი ბანკი განაგრძობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას და ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა წლების განმავლობაში საქართველოში უკვე 3.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 239 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.


(R)


თეგები:
EBRD



„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up