„თიბისი ბანკმა ნათლად წარმოადგინა რას აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ -საფინანსო ინსტიტუტის წლიური ანგარიში ბიზნესსექტორს

„თიბისი ბანკმა ნათლად წარმოადგინა რას აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ -საფინანსო ინსტიტუტის წლიური ანგარიში ბიზნესსექტორს

access_time2020-02-28 14:40:53

გუშინ თიბისი ბანკმა სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“-ში წლიური შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები - გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი - ოთარ ნადარაია უძღვებოდნენ.


გამომსვლელებმა თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს.


სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლებმა ბიზნესპარტნიორებთან ერთად მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

 

„გასული წლის შეჯამება, როგორც კომპანიისთვის ასევე ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინეთ თუ რა გავაკეთეთ 2019 წელს და რა სტრატეგიული მიმართულებები გვაქვს მომავალი 2-3 წლის განმავლობაში.  ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. 2019 წელს ჩვენ როგორც ბანკმა ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგიური პროექტი შემოვიტანეთ და კორპორაციულ ბიზნესში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაც დავაფიქსირეთ.  სამომავლოდ  აქცენტს ახალ ტექნოლოგიებზე გავაკეთებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც სწრაფი ზრდა გვქონდეს.


2020 წელს  ძირითადი აქცენტი უზბეკეთის ბაზარზე იქნება გადატანილი, სადაც ჩვენ უკვე წარმოდგენილი ვართ როგორც გადახდების სისტემის აპლიკაციებით, სადაც  1.9 მლნ. მომხმარებელი გვყავს, ასევე  სალიზინგო კომპანიით. რაც შეეხება ბანკს, სრულფასოვნად  2020 წლის ზაფხულში დაიწყებს ოპერირებას.  2020 წლის მეორე ნახევარში სხვა ბაზრებზეც გავალთ.“-ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.


თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა და 2019 წლის შეჯამება დადებითად შეაფასა.


 „თიბისი“ ბანკს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა, რომ დეტალურად მოგვეყოლა ჩვენი პარტნიორებისთვის და საზოგადოებისთვის 2019 წლის შედეგებზე  და გვესაუბრა ამ შედეგების გამომწვევ მიზეზზე.  ასევე განვიხილეთ რას ვგეგმავთ 2020 წელს და ვფიქრობ შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი.“-ამბობს გოგა თხელიძე.


თიბისის“ წლიური ანგარიში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ შეაფასა.



„ასეთი პრეზენტაცია მნიშვნელოვანია, ისეთი ხალხისთვის ვისთვისაც საბანკო სექტორზე არასწორი წარმოდგენა აქვს, მათთვის ხშირად უნდა ტარდებოდეს. რადგან თიბისი ბანკმა ნათლად წარმოადგინა რას აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ის რაც თიბისი ბანკს აქვს გაკეთებული მისი ბაზარზე ოპერირების დღიდან, მათი საქმის უპატივცემულობა არ შეიძლება,“-ამბობს თემურ ჭყონია.  


„თიბისი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს,  როგორც საფინანსო სექტორის ასევე ბიზნესის განვითარებაში“-ამის შესახებ რკინაბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმა   ილია შიხაშვილმა ბანკის მიერ წარდგენილი ანგარიშის დასრულების შემდეგ განაცხადა.



„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ, თიბისის მენეჯმენტისგან.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის პროგნოზები, მოლოდინები და გამოწვევები, რაც მიმდინარე წელს გველოდება.  ჩვენ ჩვენის მხრივ გულდასმით გავაანალიზებთ ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტის ხედვას როგორიც თიბისი ბანკია.“-ამბობს ილია შიხაშვილი.


2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად კორპორატიულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.


კორპორატიულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის. MSME სექტორში კი - სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე.


თიბისი ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით. ამჟამად თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი - 37.9%-ს.


თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა.


2019 წელი თიბისისთვის წარმატებული იყო საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.


პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.      Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.


თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება თიბისის ციფრული ბანკის - სფეისის საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებაა, რაც უახლოეს მომავალში სფეისის მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს.


გასული წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან.  თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში.


თიბისის შემაჯამებელი შეხვედრა ბინზესების წარმომადგენლებთან ყოველწლიურად ჩატარდება, რომლის მიზანი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის შედეგების გაცნობასთან ერთად, მათი მოსაზრებების გაზიარება იქნება.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up