თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

access_time2018-05-17 12:23:27

„ასავალ-დასავალმა“ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ.


გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.


თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.



სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.


სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადაეცემათ.


(R)




პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი
person access_time2018-05-23 09:00:00
   აზბესტი – ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს 53-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც აკრძალა, ქვეყანაში მაინც შემოდის. როგორ და საიდან ხვდება ეს მინერალი ჩვენს ქვეყანაში და რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანების ჯანმრთელობაზე - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის  და ინოვაციების და განვითარების ფონდის ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა“, წამყვანმა თამთა შამათავამ, „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი კუპატაძემ, ნავთობპროდუქტების...


მსგავსი სიახლეები

up