“თიბისი ბანკის” საქმიდან გამომდინარე, პრემია “საბა” შეიძლება შეიცვალოს ან დაიხუროს

“თიბისი ბანკის” საქმიდან გამომდინარე, პრემია “საბა” შეიძლება შეიცვალოს ან დაიხუროს

access_time2019-02-23 21:40:07

პოეტი და ლიტერატურული პრემიის “საბა” დამფუძნებელი რატი ამაღლობელი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, თიბისი ბანკის საქმიდან გამომდინარე, პრემია “საბამ” შეიძლება არსებული ფორმა შეიცვალოს და საპროტესტო ხასიათი მიიღოს, – ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. პოეტი დასძენს, რომ ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ მისი პოზიციაა და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. “მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რომელიც განაპირობა, ერთი მხრივ, პირადად მასზე სახელმწიფოს მხრიდან გაუგონარმა ზეწოლამ და შანტაჟმა, მეორე მხრივ კი, მისმა ქვეყნისადმი და საკუთარი შექმნილი კომპანიებისადმი პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ – მეც, როგორც “საბას” ერთ-ერთი თანადამფუძნებელი – დავდექი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე – რამდენად შესაძლებელია, ასეთ არაჯანსაღ და უსამართლო სიტუაციაში “საბამ” შეძლოს საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მომავალში საკუთარი საქმიანობის წარმართვა? ჩემთვის “პრემია საბას” არსებობა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, იგი ყოველთვის ინსტრუმენტი, ერთგვარი პლატფორმა იყო თანამედროვე ქართველი მწერლებისათვის, როგორც მათი ახალი წიგნების, ისე მათი სოციალური პოზიციისა და როლის წარმოსაჩენად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როცა სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ხაზარაძის, როგორც არა მარტო “თიბისის”, არამედ “საბას” დამფუძნებლის უფლებებიც შელახულია, როდესაც არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ჩვენგანს ისე არ მოექცევიან, როგორც დღეს მას ექცევიან, და სანამ მისი კანონიერი უფლებები არ აღდგება – წარმოუდგენლად მიმაჩნია “საბას” არსებული ფორმით გაგრძელება.


“საბა” იყო და არის კონკრეტული ადამიანების კეთილი ნება, ასევე “საბა” წარმოუდგენელია იმ ადამიანების, ლიტერატორების, მწერლებისა და გამომცემლობების გარეშე, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარი წიგნებითა და პროცესში მონაწილეობის მიღებით შექმნეს იგი. სწორედ მათთან კონსულტაციის შედეგად ვფიქრობ გაირკვეს, თუ როგორი იქნება წელს “საბა”, ან საერთოდ იქნება, თუ არა. ვფიქრობ, ქვეყანაში მიმდინარე ამბები ყველაზე ნაკლებად მწერლებს ტოვებს გულგრილს. მათი პოზიცია კულტურისა და ლიტერატურის ანალების კვლევისას როდი უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ. აქვე დავძენ, რომ ეს პირადად ჩემი პოზიციაა და ასახავს მხოლოდ ჩემს პოზიციას (ჯერჯერობით) და იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, “საბა” იქნება მწერლებისათვის სხვადასხვა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ საპროტესტო ბრძოლის პლტფორმა და არა მიღებული ჯილდოთი ტკბობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, დღეს ეს საპროტესტო ფორმებია მოსაძებნი, როგორც “საბას” ფორმატში, ისე ჩვენი სოციალური და სამართლებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვა (მრავალი) მიმართულებით.” – ამბობს რატი გავრცელებულ განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა. ეროვნული ბანკის პასუხად თავდაპირველად ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავა წყვეტს.

BFM





პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up