„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაიკითხება

„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაიკითხება

access_time2020-01-17 19:45:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხა.

 

მოწმეთა ნაწილი „თიბისი ბანკის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ 2008 წელს თანხების სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“  გაცემასთან.

 

ამასთან, დაკითხული ერთი მოწმე „სამგორი თრეიდის“  ყოფილი წარმომადგენელია.

 

„დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2008 წელს, როდესაც სესხი გასცეს „სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“, მათ პირადად არ იცოდნენ, რომ აღნიშნული სესხი განკუთვნილი იყო რეალურად ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის, რაც საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, რომ ჰქონოდათ მსგავსი ინფორმაცია, იმოქმედებდა განსხვავებული რეჟიმი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები იყვნენ ინსაიდერები, მაშინ სესხის გაცემის პროცედურა უნდა ყოფილიყო განსხვავებული. აღნიშნული ჩვენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ავთანდილ წერეთლის მეშვეობით, „თიბისი ბანკისგან“  მოტყუებით დაეუფლნენ აღნიშნული ოდენობის ფულად თანხას“ ,- განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

 

ამასთან, პროკურორის განცხადებით, დაკითხვები გაგრძელდება და ასევე დაიკითხება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

 


პროკურორის განცხადების საპირისპიროს აცხადებს ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მსგავს რამეს, რასაც მათ პროკურატურა ედავებათ, ადგილი არ ჰქონია.

 

„მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ მსგავს რამეს, რასაც პროკურატურა გვედავება, ადგილი არ ჰქონია. რაც მთავარია, დღეს რამდენიმე მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ის სესხები, რომლებიც პრობლემური გახდა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, პრაქტიკულად, იმათი საფასური ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ მე და მამუკამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ეს აბსურდი გრძელდება, დღევანდელი მოწმეებისა და წინა მოწმეების ჩვენება ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ადასტურებს, რომ ბრალდება მოგონილი, სრულიად უსაფუძვლო და დავალებით წარმოდგენილია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ამასთან, ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდება, რომ არავითარი თაღლითობა და ფულის გათეთრება არ ყოფილა.

 

„დადასტურდა მარტივი რამ, რომ არავის არავინ  მოუტყუებია, კოლეგიურად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი, მიიღეს გადაწყვეტილებები და არავითარ თაღლითობას, ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. რაც დრო გადის და სხდომები ემატება, მართლდება ის, რასაც ვიძახით – არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, რომელიც ფულის გათეთრებას დაადასტურებს“ ,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

 

მომდევნო სხდომა 3 თებერვალს 11 საათისთვის ჩაინიშნა.

 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

 

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

1tv





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up