„თიბისი ბანკის“ ეკონომისტი:“2019 წლის ბოლომდე ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.80 ნიშნულამდე გამყარებას“

„თიბისი ბანკის“ ეკონომისტი:“2019 წლის ბოლომდე ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.80 ნიშნულამდე გამყარებას“

access_time2019-08-12 10:00:20

“2019 წლის ბოლომდე ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.80 ნიშნულამდე გამყარებას, ხოლო 2020 წელს ვპროგნოზირებთ ლარი/დოლარის გაცვლით კურსის შემდგომ გამყარებას,“-ასეთია „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით.



როგორც ცნობილია , მან დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ლარი, სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოჰყვება. ნადარაიას პროგნოზი დარგის სხვა სპეციალისტებთან შედარებით ყველაზე მეტად გამართლდა  დაახლოებით, ორი კვირის წინ 1 აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში სწორედ 3 ლარი ღირდა. 


დღეს ნადარაია „კომერსანტთან“ ეროვნული ვალუტის გამყარების ოპტიმისტურ მოლოდინებზე საუბრობს. კერძოდ, მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული სანქციები მხოლოდ ტურიზმის სექტორს შეეხო, საგარეო შოკი ისეთი ძლიერი აღარ არის. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი გაუფასურებულია და ქმნის ფასების სტაბილურობის საფრთხეს. შესაბამისად, დაიწყო სავალუტო ინტერვენციები. გარდა ამისა, მარეგულირებელმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ კურსის არ გამყარების შემთხვევაში შემდეგი მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე  დიდი ალბათობით  საპროცენტო განაკვეთებიაიწევა.


ნადარაია ლარის კურსის გამყარების ოპტიმისტურ ერთ-ერთ მოლოდინად მსოფლიოში დოლარის პოზიციონერობას ასახელებს. ამ მხრივ, გლობალური ზრდის პროგნოზი რეალურად შემცირდა, თუმცა, არა იმდენად საქართველოს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორებისათვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო პროცენტების დაწევა. აშშ-ს მთავრობის 10- წლიან ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად დაეცა.



„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის ინფორმაციით, როდესაც ამერიკის ფასიანი ქაღალადების პროცენტები ეცემა, ეს ინვესტორებში განვითარებადი ქვეყნების მიმართ დაინტერესებას ზრდის. მათ შორის, ისეთ ქვეყნების მხრივ, როგორიც საქართველოა.


ნადარაიას განცხადებით, სტრესული სცენარი ამ მხრივ არის ის, რომ დოლარი მსოფლიოში კიდევ გამყარდეს, რაც ჩვენ არ გვაწყობს, თუმცა, ძალიან დაბალია იმის ალბათობა.



„ჩვენ უფრო პირიქით ვფიქრობთ. ველოდებით, რომ დოლარის ძლიერი პერიოდი უნდა შეიცვალოს შედარებით სისუსტით. არსებობს ლარის გრძელვადიანი გამყარების ტრენდი, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, თუ მსოფლიოში დოლარი დასუსტდა. ერთ-ერთი საკვანძოა ევრო-დოლარის თემა. ლარი, როგორც წესი უფრო კავშირშია ევროსთან, ვიდრე დოლართან. როდესაც ევრო მყარდება დოლართან, მაშინვე ლარიც მყარდება. ამ მხრივ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალევადიან და გრძევადიან პერიოდში ლარის კურსი გამყარდება“-აცხადებს ნადარაია.



რაც შეეხება იმას, იზიარებს თუ არა სპეციალისტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხების გაცემა და მარეგულირებლისა და კომერციულ ბანკებს შორის კორუფიცული გარიგებაა, ნადარაია აცხადებს, რომ რეფინანსირების სესხების გაცემას კორუფციულ სქემას ნამდვილად არ დაარქმევდა: 



„თუმცა, საკითხს ასე უნდა შევხედოთ. ჩვენს რეალობაში, როდესაც საგარეო მიმართულება არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, ვგულისხმხობ იმას, რომ დოლარის შემოდინება არის შედარებით ნაკლები, როგორც წესი ფასების სტაბილურობა რომ იყოს დაცული და დიდი ინფლაცია არ მივიღოთ, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები იზრდება ლარში, ეს კი იწვევს ნაკლებ რეფინანსირებას და ნაკლებ სესხებს ლარში. ამიტომ, სწორედ ამ მიმართულებით იყო ეროვნული ბანკის მიერ განცხადება გაკეთებული, რომ უკვე ისე გაუფასურდა ლარი, რომ მონეტარული პოლიტიკის გარკვეული გამკაცრება საჭიროა.“-აცხადებს ნადარაია.



მისი თქმით, რეფინანსირების სესხი არის სტანდარტული ინტრუმენტი, რომელიც ყველა ქვეყანაშია. ასე მუშაობს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი. შესაბამისად, როდესაც მარეგულირებელი ჩათვლის, რომ პროცენტები დაბალია  და რეფინანსირება მაღალია და ზრდის ინფლაციას, ის ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით აბალანსებს.



უფრო მეტი ინფორმაცია განახლებული პროგნოზების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც www.tbcresearch.ge ვებგვერდზე გამოქვეყნდება.


სოფო ქსოვრელი 




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up