2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკების უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან დაკრედიტებაში გაზრდილია. უმოქმედო სესხების ოდენობა გაზრდილია ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის შემთხვევაშიც და მათმა რაოდენობამ 1,465,292,338 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 868,579,423 ლარი იყო.
2020 წლის 9 თვეში „საქართველოს ბანკის“ მთლიანმა სესხებმა 12,669,526,430 ლარი შეადგინა, რომელშიც უმოქმედო სესხების რაოდენობამ 5.91% შეადგინა, რაც 750,542,012 ლარის ტოლია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 518,825,325 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში ბანკის მთლიანმა აქტივებმა 19,342,099,382 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 17,640,861,666 ლარი შეადგინა.
2020 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგების მიხედვით „თიბისი ბანკის“ მთლიანმა სესხებმა 14,295,006,527ლარი შეადგინა, რომელშიც უმოქმედო სესხების რაოდენობამ 5% შეადგინა, რაც 714,750,326 ლარს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 349,754,098 ლარი იყო. 2020 წლის 9 თვეში ბანკის მთლიანმა აქტივებმა 20,965,767,096 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 18,972,872,967 ლარი შეადგინა.