თიბისი ბანკი თანამედროვე კონცეფციის სათაო ოფისის მშენებლობას 2018 წლის აპრილში დაიწყებს

თიბისი ბანკი თანამედროვე კონცეფციის სათაო ოფისის მშენებლობას 2018 წლის აპრილში დაიწყებს

access_time2017-12-28 09:40:05

თიბისი ბანკი 2018 წლის აპრილში ახალი კონცეფციის თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 25 წლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განუცხადა.


თბილისის ბიზნეს ცენტრი თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი იქნება. აღნიშნულ კომპლექსში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკონომიკური გარემო. ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.


პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN studio-ს წარმოადგენს. პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.



„მომავალი წლის აპრილში გრანდიოზულ მშენებლობას ვიწყებთ, ჰოლანდიელი და ესპანელი სპეციალისტები ჩვენი ახალი სათაო ოფისის პროექტს დაიწყებენ. მის გარშემო თბილისის ბიზნეს ცენტრი განლაგდება. ეს იქნება რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული შენობა,  აღნიშნავს ხაზარაძე.


ამასთან, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ინვესტივია ჩაიდება.  თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობა 2021 წელში დასრულდება.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up