„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკირების ძირითადი ნაწილი „კომენტარს“ არ აკეთებს

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკირების ძირითადი ნაწილი „კომენტარს“ არ აკეთებს

access_time2019-01-09 20:30:33


„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკირების ძირითადი ნაწილი „კომენტარს“ არ აკეთებს. “კომერსანტი შეეცადა თითქმის ყველა  მსხვილ ბანკს დაკავშირებოდა და მოესმინა მათი პოზიცია თიბისი ბანკთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ  „ბანკი ქართუ“ და „ხალიკ ბანკი“, რომლებიც კომერსანტთან მხოლოდ მცირე  კომენტარით შემოიფარგლნენ.


„ხალიკ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ გეგუჩაძის განმარტებით, ის სხვა ბანკზე კომენტარს არ გააკეთებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დეტალები მისთვის უცნობია.


„რაზეა საუბარი არ ვიცი, დეტალები არ ვიცი, ამიტომ ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამიტომ თავს შევიკავებ. თუმცა, აღვნიშნავ, რომ არ მგონია საქმე ზეწოლასთან გვქონდეს. საბანკო სექტორთან სიფრთხილეა საჭირო,“-აცხადებს გეგუჩაძე. 


„ბანკი ქართუს“  გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ კონკრეტული ბანკის სიტუაცია სხვა ბანკებზე არასდროს აისახება. შესაბამისად, სიტუაცია საბანკო სექტორზე გავლენას არ მოახდენს.



„ეს რაღაც კონკრეტული სიტუაციაა. თვითონ „თიბისი ბანკი“ ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ ვერ გეტყვით. რაზეც არ მაქვს დადასტურებული და სწორი ინფორმაცია იმაზე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო,“-აღნიშნავს ხაინდრავა.


რაც შეეხება სხვა ბანკებს, „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ განცხადების გაკეთებას თუ გადაწყვეტენ, ის ჟურნალისტებს აუცილებლად ეცნობებათ. „ვითიბი ბანკში“ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. „ბაზისბანკში“ კი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელი დავით ცაავა საქართველოში არ არის, შესაბამისად, განცხადება ვერ გაკეთდება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.მათი ინფორმაციით, დაკითხულ იქნა საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი.


„თიბისი ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ ბანკმა დააჯარიმა. ეს ჯარიმა კი დღეს შეჩერებულია.რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.-აცხადებენ „თიბისი ბანკში“.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 


 

 






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს
access_time2019-01-22 09:00:04
მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...


მსგავსი სიახლეები

up