ტიბაანის მეცხოველეობის ფერმაში რობოტი იმუშავებს

ტიბაანის მეცხოველეობის ფერმაში რობოტი იმუშავებს

access_time2021-07-22 13:00:00

საქართველოში მეცხოველეობაში პირველი შემთხვევაა, როცა ფერმაში ადამიანების სამუშაოს რობოტი შეასრულებს.  ახალი ტექნიკის სრულ აღჭურვასა და შემდეგ უკვე გამართულ მუშაობას კომპანია „კავკასიის გენეტიკა განახორციელებს.

 

„კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თამარ ყაჭაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტში გამოყენებულ იქნება ამ დარგში მსოფლიო ლიდერის, DeLaval-ის ტექნოლოგიები.

 

„სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტიულობის, ხარისხის ზრდის მთავარი პირობაა და სწორედ ამაზეა აქცენტი გადატანილი. ამის გარეშე ფერმერული მეურნეობები ვერ განვითარდებიან.  შესაბამისად, ის ტექნოლოგიები, რაც მიღებული და დანერგილია ევროპის და აშშ-ის ამავე სექტორში, საქართველოშიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რასაც აქტიურად ვცდილობთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიები, მათ შორის, რობოტული, რომელსაც განვითარებული ქვეყნები ფერმერულ მეურნეობებში იყენებენ, თუმცა საქართველოში პირველად ინერგება. ამ მხრივ ტიბაანის მეცხოველეობის ცენტრი პირველია, სადაც რობოტი იმუშავებს. ცხადია, ადამიანის შრომას დიდწილად ჩაანაცვლებს, ასევე დაზოგავს ფერმის ხარჯს, რაც წარმადობის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს თამარ ყაჭაშვილი.


გარდა რობოტისა, კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების თითქმის სრული ასორტიმენტის მიმწოდებელია. თამარ ყაჭაშვილის ინფორმაციით, 7000-ზე მეტი დასახელების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია, როგორიცაა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების აღჭურვილობა, ხელოვნური განაყოფიერების ინსტრუმენტები, ავტომატური და მობილური საწველი სისტემები, ასევე საძოვრების მართვის სისტემები (ელექტრო ღობე) და მრავალი სხვა სახის პროდუქტი და მომსახურება.



ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გარდა, ,,კავკასიის გენეტიკა“ აქტიურად მუშაობს, რომ ფერმერული მეურნეობით დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ინფორმაცია, ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება, რაც არსებობს და აპრობირებულია განვითარებულ მსოფლიოში.


„კავკასიის გენეტიკა”  2006 წელს დაფუძნდა. მის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ქვეყანაში და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.


2019 წლიდან კომპანია DeLaval-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up