TI: სახელმწიფო კომპანიების მოგება ფონდის ნაცვლად პირდაპირ ბიუჯეტში უნდა მიიმართოს

TI: სახელმწიფო კომპანიების მოგება ფონდის ნაცვლად პირდაპირ ბიუჯეტში უნდა მიიმართოს

access_time2019-07-11 14:01:06

 საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ  ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის კუთვნილი კომპანიებიდან მიღებული მოგება არა ფონდში, არამედ პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართებოდეს.


არსებული მდგომარეობით, ფონდი მოგების ნაცვლად ზარალზეა. 2017 წლის კონსოლიდირებული მაჩვენებლებით, ზარალმა 482 მილიონი ლარი შეადგინა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.


2017 წელს ფონდმა მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. ფონდი დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.


საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ ფონდის შემოსავალი არასტაბილურია, რის გამოც მნიშვნელოვანია რომ ფონდის დაფინანსების სისტემა შეიცვალოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავრობას აძლევს რეკომენდაციას შეიცვალოს ფონდის დაფინანსების სტრუქტურა და ის ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადაერთოს.



საპარტნიორო ფონდის. სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის, საჭიროა მისი დაფინანსება მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, „ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ ზღვრებში მას გამოეყოს ფიქსირებული დაფინანსება. სახელმწიფო კომპანიების მოგება კი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართოს.


რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას. გაიზრდება ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა,- ნათქვამია გამჭვირვალობის ანგარიშში.


კიდევ ერთი საკითხი, რაზეც TI საქართველო ამახვილებს ყურადღებას არის გამჭვრივალობის ნაკლებობა, რაც ინტერესთა კონფლიქტისა და კოურფციის რისკებს წარმოშობს.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი უშუალოდ ქართული ოცნების დეპუტატის ილია წულაიას მიერ დაფუძნებული კომპანიაა.





საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
access_time2019-12-09 12:03:19
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან რამდნეიმე წუთის წინ გამართულ  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს...

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“
access_time2019-12-09 10:00:09
საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. „კომერსანტი“ ამჯერად ხალხის აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მომატებული ფასების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, ადამიანებს თვიდან თვემდე თავის გატანა ყოველ დღიურად ურთულდებათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი თითქმის ყველა მოქალაქეს დაეტყო, რთული ვითარება განსაკუთრებით...


მსგავსი სიახლეები

up