TI: საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება - ფონდის ბენეფიციარები, რომლებმაც „ოცნებას“ 700,000 ლარი შესწირეს

TI: საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება - ფონდის ბენეფიციარები, რომლებმაც „ოცნებას“ 700,000 ლარი შესწირეს

access_time2019-07-11 15:00:20

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვანია, რომ ფონდს  ოფშორულ კომპანიებში ინვესტირება უნდა შეეზღუდოს.. ანგარიშში საუბარის  მთლიანად ფონდის საქმიანობაზე, როგორც სახელმწიფო წამგებიანს კომაპნიაზე .


ფონდის საქმიანობის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში გამჭვირვალობის პრობლემებია. გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის - წინანდალის სასტუმრო რედისონისთვის ფონდმა ინვესტიცია ოფშორულ კომპანია Silk Road Group S.A.-ში ჩადო.


ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. „სილქ როუდ“ ჯგუფი ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა, - წერია ანგარიშში.


ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიმოხილვაში.


პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.


2014-2017 წლებში „ფონდის” აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი, 13%-ით შემცირდა. 2017 წელი „ფონდმა” 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.


2017 წელს ფონდმა მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. „ფონდი” დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქართული ოცნების დეპუტატის, ილია წულაიას მიერ დაფუძნებული კომპანიაა.


საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი - შპს „იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან - ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს, - ნათქვამია მიმოხილვაში.



საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფონდის კუთვნილი კომპანიებიდან მიღებული მოგება არა ფონდში, არამედ პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა მიემართებოდეს.




არსებული მდგომარეობით, ფონდი მოგების ნაცვლად ზარალზეა. 2017 წლის კონსოლიდირებული მაჩვენებლებით, ზარალმა 482 მილიონი ლარი შეადგინა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.



2017 წელს ფონდმა მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. ფონდი დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.



საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ ფონდის შემოსავალი არასტაბილურია, რის გამოც მნიშვნელოვანია რომ ფონდის დაფინანსების სისტემა შეიცვალოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავრობას აძლევს რეკომენდაციას შეიცვალოს ფონდის დაფინანსების სტრუქტურა და ის ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადაერთოს.



საპარტნიორო ფონდის. სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის, საჭიროა მისი დაფინანსება მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, „ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ ზღვრებში მას გამოეყოს ფიქსირებული დაფინანსება. სახელმწიფო კომპანიების მოგება კი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართოს.



რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას. გაიზრდება ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა,- ნათქვამია გამჭვირვალობის ანგარიშში.



კიდევ ერთი საკითხი, რაზეც TI საქართველო ამახვილებს ყურადღებას არის ის, რომ, მათი მტკიცებით,   ფონდის ბენეფიციარი კომპანიების ნაწილი მმართველი პარტიის - ქართული ოცნების დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და მას არჩევნების წინ სოლიდურ თანხებს ურიცხავს. მთლიანობაში, ფონდის ბენეფიციარების მიერ ოცნებისთვის შეწირული თანხა 700,000 ლარს აჭარბებს.


საერთაშორისო გამჭვირვალობის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ფონდის ბენეფიციართა შორის ქართული ოცნების დეპუტატის ილია წულაიას კომპანიაც ხვდება.


ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში
საინვესტიციო მოცულობა: $ 0.7 მლნ დოლარი;
ფონდის თანამონაწილეობა: 50%;
პროექტის განხორციელების დრო: 7 წელი.


პროექტს „საპარტნიორო ფონდი“ და ესპანური Deraza Iberico-ს აქციონერების მიერ დაფუძნებული კომპანია NATIVE GEORGIAN ერთობლივად ახორციელებს. პროექტი საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიც. „ფონდისა“ და NATIVE GEORGIAN-ის ერთობლივი პროექტი 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. „ფონდი” მხოლოდ ფერმის მშენებლობის პროცესში მონაწილეობს. ხუთივე ეტაპის საინვესტიციო ღირებულება სულ 7 მლნ დოლარამდე იქნება. კომპანია NATIVE GEORGIAN (შპს „ნატივე ჯორჯიან”) 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 51%-ს შპს „ტემპო დეალს“ ფლობს, ხოლო 49% საქართველოს ორ მოქალაქეზე ნაწილდება, 29%-ს ზურაბ ნიკოლაიშვილი ფლობს, ხოლო 20%-ს - ვასილ ბაბლუანი. ვასილ ბაბლუანმა 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს შესწირა 10 000 ლარი. ბაბლუანი, ასევე, არის კომპანია შპს „ჯეეს იბერია ქონსალთინგის“ დირექტორი. აღნიშნული კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელმა ემზარ ნოზაძემ 2016 და 2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესაბამისად, 30 000 და 20 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 ნოემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 20 000 ლარი. ვასილ ბაბლუანი, ასევე, არის შპს „ტიერრა იბერიას“ 16% წილის მფლობელი. მისმა პარტნიორმა გია გაზდელიანმა 2013-2014 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 63 000 ლარი შეწირა.


ბლოკის საწარმო „YTONG”
ადგილმდებარეობა: თბილისი;
საინვესტიციო მოცულობა: $ 15 მლნ დოლარი;
ფონდის თანამონაწილეობა: 48%;
გახსნის თარიღი: 2019 წელი.


ენერგოეფექტური ბლოკების საწარმო „იტონგი” - „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტია. ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულდეს. „იტონგი“ ცნობილი გერმანული ბრენდია, 80 წლიანი ისტორიით. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანას წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოება შეეძლება. უკვე მიღებული ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა.


საწარმოს შპს „იტონგ კავკასუსი“ აშენებს, რომელსაც მოპოვებული აქვს უფლება, ააშენოს ავტოკლავური აირბეტონის მწარმოებელი ქარხანა, ასევე, მის კომპეტენციაშია ავტოკლავური აირბეტონის წარმოება და რეალიზება ბრენდ „Ytong“-ის სახელით, კომპანია „ქსელასთან“ გაფორმებული სასაქონლო ნიშნის ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „იტონგ კავკასუსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 405154130) 2014 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის 37.6%-ს შპს „იტონგ კაპიტალი“, 33.5%-ს Xella Baustoffe (გერმანია), ხოლო 28.9%-ს „საპარტნიორო ფონდი” ფლობს. დირექტორი დიმიტრი ადამიაა. სამეთვალყურეო საბჭოში არიან: ირაკლი ქაფიანიძე, თენგიზ წულაია, მიხაელ აქსელ ალექსანდერ ჯექსონ (გერმანია), ქრისტიან პიტერ ჰილე (გერმანია) და „საპარტნიორო ფონდი”.


შპს „იტონგ კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „იტონგ კავკასუსია“ (იგივე სახელწოდების სხვა კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი 405046141), რომლის დირექტორი ირაკლი ქაფიანიძეა, ხოლო მფლობელები ირაკლი ქაფიანიძე (33.3%), მენაჰემ ბენიშ (ისრაელის მოწალაქე, 33.3%) და ლეილა მინაშვილი არიან (33.4%).


შპს „იტონგ კავკასუსის“ (405154130) დირექტორმა დიმიტრი ადამიამ 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის, ასევე, შპს „არქი ნუცუბიძეს“ დირექტორია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის წევრი ივლიანე წულაიაა. 2016-2018 წლებში წულაიას „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 170 000 ლარი აქვს გაღებული. რაც შეეხება ირაკლი ქაფიანიძეს, მას 2016-2017 წლებში „ქართული ოცნებისთვის” ჯამში 90 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის პარალელურად რამოდენიმე კომპანიის დირექტორი და მესაკუთრეა. ამასთან, იგი ივლიანე წულაიას ძირითადი ბიზნეს პარტნიორია. მაგალითად, ისინი ერთობლივად ფლობენ შპს „სილვერ 39“-ს, შპს „არქი საბურთალოს“, შპს „არქი თაუერს“, შპს „პრაიმ არქის“, შპს „დიღომი პალასი 6“-ს, შპს „ოულდ სითი ჰოსფითალითის“ და ა.შ. რამდენიმე კომპანიაში მათი პარტნიორი გოჩა ენუქიძეა, რომელიც, ასევე, პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“. 2016-2018 წლებში ენუქიძეს „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 165 000 ლარი აქვს გაღებული „იტონგ კაპიტალთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი პირი - თენგიზ წულაია ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნეს პარტნიორია. მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი.


კერამიკული აგურის ქარხანა
ადგილმდებარეობა: კასპი;
საინვესტიციო მოცულობა: $ 3.2 მლნ დოლარი;
ფონდის თანამონაწილეობა: 34%;
გახსნის თარიღი: 2019 წელი.


„საპარტნიორო ფონდი” ესპანურ კომპანიასთან - Ceramika El TORRENTE-თან და ამავე სახელწოდების ქართულ კომპანიასთან - შპს „კერამიკა ელ ტორრენტესთან“ ერთად კასპში აგურის ქარხანას აშენებს. პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. „ფონდის” წილი 1.1 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ქარხანა 2019 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს და ყოველწლიურად 120,000 ტონა აგური უნდა დაამზადოს. შპს „კერამიკა ელ ტორრენტესის“ 2015 წლის მაისში არის რეგისტრირებული და მის 50%-ს შპს „მანიპე“, 28.3%-ს - ბიძინა სონღულაშვილი, 16.7%-ს - ვასილ ბაბლუანი და 5%-ს - ლევან ერქვანია ფლობენ. კომპანიის დირექტორის ზურაბ ერქვანიაა. როგორც უკვე ვნახეთ, ვასილ ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტში - ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში - ფიგურირებდა. იგი ერთ-ერთი ბენეფიციარი კომპანიის 20%-იან წილსაც ფლობს. ვასილ ბაბლუანმა 2018 წელს „ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შესწირა. ბაბლუანთან ერთად „ქართული ოცნების” შემომწირველია ბიძინა სონღულაშვილიც, რომელმაც 2016 წელს ამ პარტიის სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო. შპს „მანიპე“ 2017 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი ნინო რამიშვილია.







სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...


მსგავსი სიახლეები

up