TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია

TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია

access_time2020-02-27 19:00:24

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ„ გამოაქვეყნა ანგარიში „ინტერნეტ მფლობელობა საქართველოში". სტატისტიკური მონაცემების  ნაწილში ორგანიზაცია კომუნიკაციების კომისიას ეყრდნობა, თუმცა TI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის მონაცემები მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობის ნაწილში 11% და 15 %-იანი ცდომილებებით არის ასახული. კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციები სრული სიზუსტით იყოს გადმოცემული და  რეალურ სურათს აღწერდეს. აქედან გამომდინარე, ვაზუსტებთ იმ მონაცემებს, რომელიც ორგანიზაციამ არასწორად ასახა და რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

 

 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2018 წლის მობილური ინტერნეტის ბაზრის აბონენტების გადანაწილება მნიშვნელოვანი ცდომილებით არის გადმოცემული (გვ. 25, გრაფიკი 14), ვიდრე ეს კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის ანგარიშშია. კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს კომპანია  „მაგთიკომს" მობილური ინტერნეტის აბონენტების 44,9% ჰყავდა, რეალურად კი კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანია „მაგთიკომის" მობილური ინტერნეტის აბონენტების  რაოდენობა 2018 წელს  33% იყო, შესაბამისად, ანგარიშში 11.9%-იანი ცდომილებაა. TI-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2018 წელს კომპანია „სილქნეტს" აბონენტების 34% ჰყავდა, კომისიის მონაცემებით კი ეს ციფრი 38.5%-ია,  ცდომილება კი - 4.5%. რაც შეეხება კომპანიას   „ვიონი საქართველო" – ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ ის აბონენტების 13.1%-ს ფლობდა, რეალურად კი კომისიის მონაცემებით  ამ კომპანიის წილი 28.5% -ია, შესაბამისად, ცდომილება 15.4%-ს შეადგენს.

 

 

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მობილური ინტერნეტის აბონენტების გადანაწილება 2018 წლის ბოლოს ასეთი იყო: „მაგთიკომი" - 976 ათასი აბონენტი, „სილქნეტი" – 1132 ათასი, ხოლო „ვიონი საქართველო" – 836 ათასი აბონენტი. შესაბამისად, მობილური ინტერნეტის აბონენტების მონაცემებში, სადაც სამი დიდი კომპანია ოპერირებს, სამივე კომპანიასთან მიმართებაში ორგანიზაციას მნიშნელოვანი შეცდომა აქვს დაშვებული.


 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ამავე ანგარიშში შესულია 2015-2019 წლებში კომპანიების მიერ ტენდერებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. ანგარიშის ამ ნაწილში არ არის დაკონკრეტებული რა სახის მომსახურებაზეა საუბარი. კერძოდ, არ აკონკრეტებენ მხოლოდ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, სატელეფონო, თუ მაუწყებლობის ტრანზიტზე. აღნიშნული მომსახურებების დაკონკრეტება მნიშვნელოვანია,  ვინაიდან 2016 წლის ბოლომდე კომპანია „მაგთიკომი" მხოლოდ მობილურ მომსახურებას ახორციელებდა, ხოლო კომპანია „სილქნეტმა" 2017 წლის ბოლოს შეიძინა კომპანია „ჯეოსელი" და მხოლოდ ამის შემდგომ გაააქტიურა  მობილური მომსახურების  ბაზარზე ოპერირება. შესაბამისად, აღნიშნულის დაკონკრეტების გარეშე, საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას ვერ მიიღებს.

 

 

კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნულის დაზუსტებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტ ბაზრის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, ზუსტ და გადამოწმებულ ციფრებს აწვდიდეს საზოგადოებას.

 

 





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up