TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

access_time2020-08-03 19:55:48

კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად არიან.


ამ ფაქტმა დამნაშავეებს 2019 წელს მსოფლიო მასშტაბით ბიზნესისგან 25 მლრდ. დოლარის გამოძალვის საშუალება მისცა. ჰაკერების ზოგიერთი ჯგუფი იმდენად გაძლიერდა, რომ ისინი ინტერნეტში ახალი თანამშრომლების მოსაზიდად ვაკანსიებსაც კი აცხადებენ. ინტერნეტში ვაკანსიების შესახებ განცხადებებში ნათქვამია, რომ გამოსასყიდის თანხა 250 000-დან 10 მლნ. დოლარამდე მერყეობს.


ამერიკული კონსალტინგური კომპანიის Emsisoft-ს შეფასებით, გასულ წელს მხოლოდ ბრიტანეთში 5000-ზე მეტი კომპანია კიბერ-შეტევის მსხვერპლი გახდა. მათ გამოსასყიდის გადახდა ძირითადად კრიპტოვალუტებით უწევთ, რაც ართულებს გამოძიებას - როგორც ცნობილია, ვირტუალური ფულის სამყაროს თავისებურება სწორედ ისაა, რომ საბოლოო მიმღების დადგენა ძალზე რთულია. ექსპერტების აზრით, რეალური თანხა შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი იყოს, რადგანაც ბევრი კომპანია გამოსასყიდის გადახდის ფაქტს არ აღიარებს.


ამ ინფორმაციამ აიძულა ბრიტანელი პარლამენტარები პოლიციისთვის ჰაკერების წინაამღდეგ ბრძოლისთვის მეტი რესურსების გამოყოფა და არალეგალური გამოსყიდვების გადახდის გამო კანონების გამკაცრება მოეთხოვათ. სადღეისოდ გამოსასყიდის გადახდა ბრიტანეთში კანონიერია, იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი დარწმუნებულია, რომ მისი ფული ტერორიზმის დაფინანსებაზე არ წავა. დამნაშავეებთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „საკითხს, გადაიხადოს თუ არა გამოსასყიდი, საბოლოო ჯამში მსხვერპლი წყვეტს, თუმცა, ჩვენ ყველას მოუწოდებთ არ გადაიხადონ.


გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 33 ბრიტანული უნივერსიტეტი და ათობით საქველმოქმედო ორგანიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ Blackbaud-ზე მიტანილი კიბერ-შეტევისგან დაზარალდა. ასევე დარტყმა მიიღეს ჭკვიანი საათების Garmin-ს მომხმარებლებმა, რომელსაც თავისი სერვისების თითქის ერთი კვირის მანძილზე გაჩერება მოუწია. სავარაუდოდ, ამ ორივე კომპანიამ გამოსასყიდი გადაიხადა, თუმცა თავად ისინი ამის თაობაზე დუმილს ინარჩუნებენ - ისევე, როგორც ყველა დანარჩენი.



გამომძალველთა შორის უმეტესობა რუსეთიდანაა. მაგალითად კიბერ-შეტევა Garmin-ზე სავარაუდოდ რუსეთში მოქმედმა ბანდამ EvilCorp.-მა განახორციელა. ეს ჯგუფები სულ უფრო მსხვილ მსხვერპლზე წარმატებით ნადირობენ. 2019 წელს ბიზნესმა მათ 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთარ საქმიანობაში ინვესტირებისთვის ფინანსური რესურსები საჭიროზე მეტი აქვთ. ამიტომაც, მათი საქმიანობა სულ უფრო მაღალტექნოლოგიური, მასშტაბური და რთული ხდება.


კიბერ-შეტევაში სპეციალური ვირუსული პროგრამა გამოიყენება, რომელიც მსხვერპლის ყველა ფაილს შიფრავს და ის მფლობელისთვის დახურული ხდება. ამის გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - მათემატიკური გასაღების გამოყენება, რომელიც მხოლოდ ბოროტმოქმედმა იცის. ეს კიბერ-დანაშაულის ძალიან პოპულარული ფორმა გახდა, და ამ ტიპის შეტევებისგან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი დამნაშავეებს ხელის უწყობს - შეშინებული ბიზნესი მზადაა გადაიხადოს რამდენიც საჭიროა, ოღონდ თავის ქსელზე კონტროლი აღიდგინოს და გაზეთებში არ მოხვდეს.


სადაზღვევო კომპანიები თავიანთ კლიენტებს გამოსასყიდის გადახდას, და მომავალში უფრო დიდი ხარჯების თავიდან აცილებას ურჩევენ.


საკონსალტინგო კომპანია Gartner-ის ინფორმაციით, გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით გაჩერების დროს კომპანია 1 წუთში საშუალოდ 5600 დოლარს კარგავს. თუ სისტემა რამდენიმე კვირა ან თუნდაც რამდენიმე დღე არ იმუშავებს, შესაძლოა თანამშრომლების შემცირება ან დახურვაც კი მოუწიოს.


ექსპერტების თქმით, ჰაკერები მსხვერპლის არჩევაზე თვეებს ხარჯავენ იმისთვის, რომ მისი პოტენციური გადახდისუნარიანობა დაადგინონ. კომპანიების საბოლოო ჯამში გამოსასყიდის გადახდას ამჯობინებენ - როგორც წესი, ისინი მესამე მხარეს ქირაობენ, რომელიც ჰაკერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, შემდეგ კი გამომძალველის ბიტკოინ-საფულეში თანხის გადარიცხვის პროცესს აკონტროლებენ.


წყარო thetimes.co.uk

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ჰაკერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up